საქართველოს ხუთ ქალაქში დამისამართების პირველი ეტაპი დასრულდა
საზოგადოება - 14:02, 04 Jul, 2014     1411
საქართველოს სხვადასხვა რაიონის ხუთ ქალაქში უძრავი ქონების აღწერა/ინვენტარიზაცია დასრულდა: ფოთში – აღიწერა 20 565 უძრავი ქონება, ლანჩხუთში – 3 444 ერთეული, სამტრედიაში – 11 938, სენაკში – 10 382, ხოლო ზესტაფონში აღიწერა 10 140 ერთეული უძრავი ქონება.

დღეს, თბილისის იუსტიციის სახლში, და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ქეთევან გომელაურმა დამისამართების პროექტის შედეგების პრეზენტაცია გამართეს.

პროქტის ფარგლებში, ხუთივე ქალაქის ქუჩები აღიწერა და ყველა სახლი და ბინა დაინომრა. გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის შენობების – საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, სახელმწიფო, სავაჭრო, საბანკო და ჯანდაცვის ტიპის შენობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგროვდა. ასევე, თითოეული ქუჩის დასაწყისი და დასასრული განისაზღვრა. გარდა ამისა, ხეივნები, უსაფრთხოების ობიექტები, ხიდები, სკვერები აღიწერა.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარებასა და მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესებას. გამართული სამისამართო სისტემა, თავის მხრივ, ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ყველა იმ პრობლემას გადაჭრის, რომელიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს არარსებული, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართების მიზეზით.

აღსანიშნავია, რომ სამისამართო სისტემის სრულყოფა მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს მოქალაქეებს, რადგან ხელს შეუწყობს შემდეგი კომპანიების ეფექტურ მუშაობას: კომუნალური გადასახადების მომწოდებელ ორგანიზაციებს, საფოსტო გზავნილის მიმღებ კომპანიებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს -112 და სხვა კომპანიებს, რომლებსაც არასრულყოფილი მისამართების არსებობის გამო, წლების განმავლობაში პრობლემები ექმნებოდათ.

საქართველოს მასშტაბით სამისამართო სისტემის განვითარება და მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესება კიდევ უფრო დახვეწს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ყველა მონაცემი დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, ივლისში დასრულდება შვიდი ქალაქის დამისამართების პირველადი სამუშაოები: მცხეთის, ახალციხის, გურჯაანის, საგარეჯოს, ხაშურის, ოზურგეთისა და ქობულეთის დამისამართება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. მისამართების კორექტირება ხდება თბილისშიც. ამჯამად დასრულებულია ვაკის და საბურთალოს რაიონებში არსებული გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია. არსებული სამუშაოების დასრულების ბოლოს, ქუჩების სახელდებასა და შენობებზე ნომრის მინიჭებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები განახორციელებს.

მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა ქუჩების, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და ბინების დამისამართება, სერვისების განვითარების სააგენტო ახლად შექმნილ მისამრთებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებს მოახდენს.

დამისამართების პროექტის ფარგლებში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში ასახული ცვლილებების მიუხედავად, მოქალაქეებს არ მოუწევთ დოკუმენტაციის ხელახლა აღება, რადგან შენახული იქნება საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ ბაზებში არსებული ძველი ინფორმაციაც და დაკორექტირებული მონაცემებიც.

გარდა ამისა, მოსახლეობის რეესტრის ერთიანი ბაზის გაუმჯობესება საარჩევნო სიის დახვეწის კუთხით არის მნიშვნელოვანი, რაც, თავის მხრივ, სიაში ერთი ადამიანის ერთი საიდენტიფიკაციო მონაცემით დაფიქსირებას უზრუნველყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42