19 წლის ქართველი, რომელიც "ბიბისიმ" გმირად აღიარა
საზოგადოება - 09:44, 03 Jul, 2014     20425

"ბი-ბი-სის" საიტზე, დიდი ბრიტანეთის ახალ ამბებში, რამდენიმე დღის წინ, ასეთი სათაური გაჩნდა: "ბრაიტონში დაჭრეს კაცი, რომელმაც უცნობი ქალი თავდამსხმელისგან იხსნა".


კაცი, რომელმაც უცნობი ქალისათვის თავი გაწირა, თბილისელი 19 წლის ლუკა ძაგანიაა. ის სამხრეთ ინგლისის ქალაქ ბრაიტონში, "ბრაიტონ კოლეჯის" ბოლო კურსის მოსწავლე გახლავთ.


- ლუკა, რამდენი ხანია რაც ინგლისში ცხოვრობ?
- უკვე მეორე წელიწადია, ამ კოლეჯში ვსწავლობ. წელს კი სტუდენტი გავხდები, - საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური ადმინისტრაციის კურსზე უკვე ჩარიცხული ვარ, მაგრამ ვიდრე სწავლას უნივერსიტეტში შევუდგები, კოლეჯი უნდა დავამთავრო.

- "ბიბისიზე", ახალი ამბების ქრონიკაში, შენზე, როგორც გმირზე, სტატია წავიკითხეთ...


- რაღაც დეტალები არასწორად ეწერა. სინამდვილეში, მსხვერპლი ვიყავი, რადგან იმ ქალმა, რომლის გადასარჩენადაც გავისარჯე, თურმე მახე დამიგო... აქ ასეთი სისტემაა - სკოლის ტერიტორიაზე ვცხოვრობთ და ვსწავლობთ კიდეც, უქმე დღეებში ქალაქში გასვლას კი არავინ გვიშლის. იმ კვირა საღამოს, როდესაც ეს ამბავი მოხდა, გადავწყვიტე ქალაქის გარშემო, სანაპიროზე მერბინა. დაახლოებით საათნახევარი ვირბინე და უკვე სკოლაში დაბრუნებას ვაპირებდი, როდესაც გოგონას ყვირილი გავიგონე. ის დახმარებას ითხოვდა. გავიქეცი და დავინახე ბიჭი, რომელიც ქალს მოფარებული ადგილისკენ მიათრევდა. ბუნებრივია, მათკენ წავედი, მაგრამ როცა მივუახლოვდი, შევნიშნე, რომ არანაირი ძალადობის ნიშნები არ იყო. მაინც ვერ შევაქციე ზურგი ამ უცნაურ წყვილს. მათთან ახლოს მივედი და მშვიდად ვკითხე: რაღაც ხმები გავიგონე და ხომ მშვიდობაა-მეთქი? პასუხად ბიჭმა დანა ამოიღო და ცინიკურად მითხრა, - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად არის, ოღონდ ამ გოგოსთვის ახლა ცოტა ფული მჭირდება და მომეციო. მაშინვე მივხვდი, რომ მახეში გავები.

- გამოდის, რომ ინგლისელ ჟურნალისტებს ფაქტი დაუმახინჯებიათ. რაღაც უფრო რომანტიკული ისტორიაც დაუხატავთ, სინამდვილეში კი დახმარება არავის სჭირდებოდა?
- ასე გამოდის. როცა მივხვდი, რომ წყვილის მახეში გავები, მათ ვუთხარი, - ფული თან არ მაქვს, მაგრამ თანხა თუ ისე ძალიან გჭირდებათ, რომ ყაჩაღობაზეც მიდიხართ, წამომყევით და ცოტა ფულს ჩემი ანგარიშიდან, საკუთარი ნებით მოგცემთ-მეთქი. ჩემს შეთავაზებაზე გაეცინა, - მირჩევნია, ის წავიღო, რაც ახლა გაქვსო.

- რას გულისხმობდა?

- ალბათ ტელეფონს ან საათს, მაგრამ მისთვის საკუთარი ნივთების დათმობის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. ჰოდა, ვუპასუხე: არაფერს დაგითმობ. თუ მაგარი ხარ, მოდი და შეეცადე, წამართვა-მეთქი. ძალიან გაბრაზდა, მე საკმაოდ მშვიდად ვიყავი. ალბათ ამიტომაც, დანის ტრიალი დამიწყო სახესთან, მერე გამკაწრა კიდეც. არა მგონია, დანის გამოყენება დაგეგმილი ჰქონოდა და როცა მიხვდა, რომ უნებურად დამჭრა, ძალიან დაიბნა, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და ხელებზე რამდენიმე ჭრილობა მომაყენა. იძულებული გავხდი, თავი დამეცვა და ხელი დავუჭირე, კედელზე ავაყუდე. თუმცა, დანა ვერაფრით გავაგდებინე ხელიდან.

- ირგვლივ არავინ იყო, რომ დაგხმარებოდა?

- არა, მხოლოდ მისი პარტნიორი იყო, რომელიც ჩხუბში ნამდვილად არ ჩარეულა და მგონი, ხმაც არ ამოუღია... რაკი დანა ვერ წავართვი და საშიშროებაც ვიგრძენი, დანას ხელი გავუშვი და სახეში მაგრად დავარტყი. დაეცა და ცოტა ხანს წამოდგომაც გაუჭირდა. როცა წამოდგა, გოგოს ხელი სტაცა და გაიქცნენ...

- მადლობა ღმერთს, რომ გადარჩი... მას მერე, რაც გაიქცნენ, რა მოიმოქმედე?
- ახლა ამაზე მეცინება, მაგრამ მაინც გეტყვით: მათ ინსტინქტურად გავეკიდე. კიდევ კარგი, გონს დროზე მოვეგე, უფრო სწორად, ტკივილმა მაიძულა, შევჩერებულიყავი. ხელისგულზე რომ დავიხედე, მასზე სისხლიანი გუბე, გადაჭრილი ძარღვები და ძვლები შევნიშნე, ჰოდა ამიტომაც, უკან მივბრუნდი და სკოლისკენ გავიქეცი. იქ კი დახმარება აღმომიჩინეს. სულ 15 ნაკერი დამადეს და პოლიციამაც იქვე დამკითხა. ძალიან თბილად მექცეოდნენ, მერე ჩემს მშობლებსაც შეატყობინეს ეს ამბავი.

- ქალის გადარჩენას ცდილობდი, სინამდვილეში კი მან მახე დაგიგო. მაინტერესებს, იგივე სიტუაციაში რომ აღმოჩნდე და უცნობ ქალს ისევ დასჭირდეს დახმარება, როგორ მოიქცევი?


- იცით, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ქალს გამოვესარჩლე და ვფიქრობ, მომავალშიც არ დავიხევ უკან, თუკი ვინმეს ჩემი დახმარება დასჭირდება... მშობლებს ვენატრები, მაგრამ ჩემგან შორს ყოფნას ეგუებიან იმიტომ, რომ იციან, ასე უკეთესია ჩემი მომავლისთვის. მათგან სრული მხარდაჭერა მაქვს და ზუსტად ვიცი, არასდროს მეტყვიან, - გასაჭირში ჩავარდნილის დახმარება არ სცადოო, მხოლოდ სიფრთხილისკენ მომიწოდებენ.


წყარო: kvirispalitra.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42