ლიანა ისაკაძის სკანდალური მიმართვა ხელისუფლებას
საზოგადოება - 17:24, 02 Jul, 2014     9562
მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე საქართველოს ხელისუფლებას ვრცელი წერილით მიმართავს. წერილში ჩანს ისაკაძისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის არსებული დაპირისპირება. ლიანა ისაკაძე წერილში სინანულს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ მისი საქველმოქმედო მოღვაწეობის შესახებ არაფერი იცის.
ლიანა ისაკაძის მიმართვა:
"როგორც მე ვატო მაჭავარიანმა გადმომცა, თურმე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის უთქვამს მისთვის, რომ ლიანა ისაკაძემ თავისი ფესტივალით "გაგვძვარცვაო" და ერთი ვიოლინო მაინც ეყიდა ათწლედისთვისო!! ეს მე ძალიან მეწყინა და მივხვდი, რომ ახალმა მთავრობამ არაფერი იცის ჩემს საქველმოქმედო მოღვაწეობაზე! შესაძლოა, თქვენ არ კი იცით და მე მინდა გთხოვოთ, რომ გაავრცელოთ შემდეგი:
1. როცა მე 1990 წელს წავიყვანე ინგოლშტატში ორკესტრი, მთელი ორკესტრი განაგრძობდა საქართველოში ხელფასის მიღებას - ესე იგი იღებდა ხელფასს ორჯერ - ჩემგან გერმანიაში და საქართველოში, და მე ვუხდიდი მათ საპენსიო დაზღვევასაც, რის შედეგად ისინი იღებენ პენსიას, მე კი, ვინაიდან ჩემთვისაც რომ გადამეხადა ეს დაზღვევა, მაშინ ორკესტრს აღარ ეყოფოდა ხელფასი, ამიტომ მე ვერ ვიღებ პენსიას გერმანიაში!. შედეგად, მთელი ორკესტრი იღებს გერმანიაში პენსიას, მე კი არ ვიღებ!!
2.მე არასდროს არ მიმიღია საქართველოში ხელფასი გერმანიაში ყოფნის დროს, იმიტომ რომ, იმ ხელფასით ვასპონსორებდი გერმანიაში სწავლისთვის: 1- ახლანდელ კონსერვატორიის დირექტორს, რომელმაც ამასწინათ თვითონ გამახსენა - მე არც მახსოვდა! 2 - ნოდარ გაბუნიას შვილს, ნატო გაბუნიას, 3 - სულხან ცინცაძის შვილს. 4 - აგრეთვე თბილისში დებ დავითაშვილებს და კიდევ ერთ მევიოლინეს -დამავიწყდა გვარი, მგონი მარიამ მაღრაძეს!
აგრეთვე, როცა ომი მოხდა აფხაზეთში, მე გერმანიიდან გადავუგზავნე დაჭრილ ქართველ მეომრებს 100 000 მარკის უნიკალური წამლები თვითმფრინავით! მაშინ ამაზე კი წერდნენ გაზეთები. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი რატომღაც ყველამ დაივიწყა ან საერთოდ ახალმა მთავრობამ არც კი იცის ამის შესახებ! ალბათ, თქვენც კი არ იცით! მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც მის მიერ გაკეთებულ სიკეთეზე ყვირის! მაგრამ როცა ასე უსამართლოდ ლაპარაკობენ ჩემზე, მაშინ მე ძალიან მწყინს და მაქვს უფლება, მოვყვე სიმართლე! ამიტომ გთხოვთ, ეს გადაუგზავნოთ არა მარტო ოდიშარიას და მის მოადგილეს, ბაგრატიონ-გრუზინსკის, არამედ თვით პრეზიდენტსაც და ბატონ ბიძინასაც, რომელთაც შესაძლოა, ჰგონიათ, რომ მე მარტო ვითხოვ ფულს და არაფერს ვაძლევ საქართველოს!! გთხოვთ ყველას მიაწვდინოთ, რომ თუ საქართველოს არ უნდა ჩემი ბათუმის ფესტივალი, მაშინ მე საერთოდ აღარასდროს თბილისში აღარ ჩამოვალ, ვინაიდან მე მაქვს უფრო საინტერესო გეგმები - მომავალ წელს მე მინდა ჩავატარო ნიუ -იორკის "კარნეგი ჰოლში" ახალი ფესტივალი სახელწოდებით "LOVE and PEACE". ჩემს სპონსორს და მის ნიუ-იორკელ ორგანიზატორს ძალიან მოსწონთ ეს ფესტივალი და უნდათ აგრეთვე ვაშინგტონში ჩაატარონ და ამბობენ, რომ დაპატიჟებენ ჰილარი კლინტონს და სხვა დიდ პიროვნებებს. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ფესტივალი
ყოფილოყო ჩვენი პრეზიდენტის და პატრიარქის პატრონაჟით, აგრეთვე თბილისში და მოსკოვში, მაგრამ, თუ ასეთ სიძულვილს გამოხატავს ახალი მთავრობა და ალბათ, პრეზიდენტიც და ივანიშვილიც ჩემს მიმართ, მაშინ რა თქმა უნდა, თბილისში აღარ ჩავატარებ, მაგრამ იქნებ ვცდები და ამიტომ გთხოვთ, მიკარნახოთ, თუ როგორ შეიძლება მივწვდე პრეზიდენტს ამ თხოვნით? ეს მინდოდა მეთქვა და გთხოვთ ეს წერილი ყველას აცნობოთ, რომ არავის ეგონოს, რომ მე საქართველოსთვის არაფერი გამიკეთებია!! ჩემს მსოფლიო შემოქმედებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!! მაპატიეთ, რომ გაწუხებთ! გკოცნით და გეხვევით ყველას! თქვენი ლიანა ისაკაძე.
დამავიწყდა კიდევ ერთი რამ! არავინ იცის, რომ ლიზა ბათიაშვილს რომ ესწავლა გერმანიაში, ამის გულისთვის ჩემი ორკესტრის წევრებთან მომიხდა უთანხმოება მისი მამის გამო, რომელიც მარტო ვერ უშვებდა 13 წლის ლიზიკოს გერმანიაში, - მომიხდა მთელი კვარტეტის ჩამოყვანა, რის გამოც მთელი ორკესტრი ამიჯანყდა - რად გვინდა ეს კვარტეტიო. მაგრამ ვინაიდან ორკესტრის წევრის ცოლი და თვით ორკესტრანტი მაღაზიაში ქურდობისთვის გააძევა პოლიციამ თბილისში და ქმარიც სოლიდარობის გამო თან გაჰყვა, ამიტომ ადგილები თავისუფალი იყო და ჩამოვიყვანე მთელი კვარტეტი. ლიზა ბათიაშვილს კი არც ერთ თავის ინტერვიუში არასდროს არ უხსენებია, თუ ვისი მეშვეობით ჩამოვიდა გერმანიაში და გააკეთა ასეთი კარიერა!! ვფიქრობ, როცა ადამიანი სინდისისგან გარეცხილია, ის ვერასდროს ვერ იქნება ნამდვილი და კარგი მუსიკოსი!! კიდევ ერთხელ გკოცნით - ლიანა ისაკაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42