კიკეთში ნატროშვილის ჩაცხრილვა მეგობრის ცოლის შეურაცხყოფის გამო მოხდა
საზოგადოება - 12:50, 02 Jul, 2014     20921

მეგობრისგან სასიკვდილოდ განწირული 24 წლის ნიკოლოზ ნატროშვილი სიკვდილს ებრძვის - კიკეთში მეგობარმა ავტომატის ჯერი დაახალა და მიიმალა. ის იყო, თვითმხილველებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რომ გზაზე მანქანა შენიშნეს და დახმარება ითხოვეს. მძღოლმა დაჭრილი მაშინვე თავის მანქანაში გადაიყვანა და თბილისისკენ დიდი სიჩქარით დაიძრა. წყნეთის გზაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემოხვდათ და დაჭრილი მანქანაში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, რომ არა ოპერატიულობა, შესაძლოა, ნიკა დაღუპულიყო. ბიჭს ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და კიდევ ერთი დასჭირდება.

საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნატა ხურციძე: "ნიკოლოზ ნატროშვილი უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში მოიყვანეს - ჭრილობებით მუცლის არეში, ერთი ჭრილობა ბარძაყის მიდამოშიც ჰქონდა, ნაწლავები გამოყრილი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნოთ". რა გახდა მეგობრებს შორის კონფლიქტის მიზეზი, ამაზე არავინ საუბრობს. ძალოვანებისა და ახლობლებისთვის ცნობილია დამნაშავის ვინაობა, მას ეძებენ...

მარიამ ბეჟიაშვილი, ნიკა ნატროშვილის მეუღლე: - ეს უბედურება ნიკუშას მეგობრის, გიორგი მგალობლიშვილის ეზოში მოხდა. ერთ-ერთი მეგობრის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენეს და ამის გამო შელაპარაკდნენ. ბიჭები შოკში არიან, ვერაფრით ივიწყებენ, როგორ ეჭირათ ხელში ნიკუშას ნაწლავები. ვინც დაჭრა, ნიკუშა მასთანაც მეგობრობდა, ერთმანეთი ცოტა ხნის წინ გაიცნეს. ვიცი, რომ 20 წლის არის, საბურთალოზე ცხოვრობს, ნასამართლევი არასდროს ყოფილა...


წყარო: kvirispalitra.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42