სახლის დაწვის მცდელობა კასპში - "გარიგება თელიანში”
საზოგადოება - 11:04, 02 Jul, 2014     1083

შიდა ქართლის პროკურატურამ კასპის რაიონის სოფელ თელიანში 1960 წელს დაბადებული ზურაბ დემეტრაშვილი დააკავა. გორის სასამართლომ მას 1 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 4 ათასი ლარი შეუფარდა.

ზურაბ დემეტრაშვილს ბრალი თანასოფლელის ანა ბერიაშვილის საცხოვრებელი სახლის ინტერიერის დაწვაში ედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი კუთვნილი ნივთის დაზიანებით) მიმდინარეობს. ანა ბერიაშვილმა 715 ლარის ზიანი მიიღო.

სასამართლო პროცესზე ფაქტის არსებითი გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. პროკურატურა თვლის, რომ ზურაბ დემეტრაშვილი გამოძიებას არ მიემალება და წინასწარი გამოძიების პირობებში სამართალდამცავებთან ითანამშრომლებს. სწორედ, ეს გახდა გირაოს მოთხოვნის ერთ-ერთი არგუმენტი.

დემეტრაშვილებსა და ბერიაშვილების ოჯახებს შორის დავა დიდი ხანია მიმდინარეობს. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის განცხადებით, დემეტრაშვილებსა და ბერიაშვილებს შორის დავა მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ზურაბ დემეტრაშვილმა ანა ბერიაშვილის მეუღლე, თბილისში, სამუშაოდ წაიყვანა.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, ზურაბ დემეტრაშვილმა მშენებლობაზე სამუშაოდ ანა ბერიაშვილის მეუღლე წაიყვანა თბილისში. მას შემდეგ ქმარი ოჯახს აღარ დაბრუნებია და ეს ქალბატონი ყველაფერს ზურაბ დემეტრაშვილს აბრალებს, რომ მისი წყალობით მოხდა ეს ყველაფერი. ჰქონდათ უთანხმოება, შეურაცხყოფები და დაძაბულობები. სოფელში ასე ვიცით, რომ სახლის დაწვის მცდელობა ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს მოხდა”,-აცხადებს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.

სასამართლო პროცესი თვენახევარში დაიწყება და ინციდენტის უფრო ზუსტი მიზეზები პროცესზე გახდება ცნობილი.


წყარო: qartli.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42