საყდრისი ყაჩაღიანის საბადოს საკითხთან დაკავშირებით თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მოწვევით გერმანელი ექსპერტი თომას შტოლნერი ჩამოვიდა.
ის დღეს შეხვედრებს საყდრისის კომიტეტის გადარჩენის წევრებთან გამართავს.
ექსპერტის თქმით, საყდრისი ერთ-ერთი უძველესი ოქროს საბადოა და ამ საკითხს უკვე რამდენიმე წელია იკვლევს.
"კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მომიწვია იმისთვის, რომ საყდრისის ოქროს საბადოს საკითხი გადავჭრათ. ჩვენ მხოლოდ რჩევების მიცემა შეგვიძლია სააგენტოსთვის და სხვა სამთავრობო უწყებებისთვის. საყდრისს უკვე 10 წლის განმავლობაში ვსწავლობთ, ეს არის ერთ-ერთი უძველესი ოქროს საბადო და ქართული ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. იქ არის ოქრო და ხალხს მისი მოპოვება კომერციული მიზნებისთვის უნდა, მეორე მხრივ კი, იქმნება კულტურული მემკვიდრეობის პრობლემა. ჩვენ გვინდა რაიმე გავაკეთოთ ამ ძეგლისთვის", - განაცხადა თომას შტოლნერმა.
ამ დროისათვის საყდრისი ყაჩაღიანის საბადოზე სამუშაოები შეჩერებულია.მასალის გამოყენების პირობები






