უკვე თვეებია რაც ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში კონცერტი არ ტარდება. ეს უსაფრთხოების მიზნით ხდება. შენობას, რომ რემონტი სჭირდება ეს უკვე ყველასთვის ცნობილია, ჭერი და კედლები იმდენად დაზიანებულია, რომ ბათქაში სცენაზეც ჩამოვარდა.
კონცერტამდე, დარბაზში მყოფ მაყურებელს ხშირად დაუფლებია შიშის განცდა, რაც ბევრჯერ პროფესიონალთა ჯადოსნურ მუსიკას განუმუხტავს. ბოლოს კი ჯადოსნურმა საღამოებმა რუსთაველის თეატრში გადაინაცვლა და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ჩელოს სეზონი“ იქ ჩატარდა.
დღეს კი მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი სწორედ ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში იმღერებს, მომღერლის შემოქმედებას ამერიკაში მოღვაწე ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილიც შეუერთდება. კონცერტი-აქცია 20.00 საათზე ცენტრის მხარდასაჭერად მისივე ფოიეში გაიმართება. როგორც ორგანიზატორებმა გვაცნობეს, ქართველი მუსიკოსების შემოქმედებითი ტანდემი საერთაშორისო ტურნეში გამგზავრებამდე ქართველ მსმენელს მათი ახალი პროგრამის მოსმენის საშუალებას აძლევს. 18 ივლისს კი ანიტა რაჭველიშვილი ვერონას საზაფხულო თეატრის სცენაზე ფრანკო ზეფირელის დადგმაში კარმენის პატრიას შეასრულებს.

ბილეთები ეროვნული მუსიკალური ცენტრის სალაროში დღის 12 საათიდან გაიყიდება. ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 91 55 04, 2 91 55 05
ავტორი: დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები






