როგორც უკვე ცნობილია მის- ბიკინის გამარჯვებული 17 წლის მოდელი მარიამ დონაძე გახდა, რომელიც ჩინეთში მიემგზავრება და საქართველოს სახელით წარსდგება. „ნიუპოსტი“ მოდელის პროფესიული ცხოვრებით დაინტერესდა და ბევრი საინტერესო რამ შეიტყო კიდეც.
მარიამი უკვე წლებია რაც მოდის სფეროში აქტიურადაა ჩართული. „Fashion sharm“ -ის მოდელსხშირად უწევს პოდიუმზე გამოსვლა, ფოტოსესიები და სარეკლამო რგოლებში გადაღება. ამ სფეროში უკვე საკმაო გამოცდილებაცა აქვს, რადგან მოდელობა 12 წლისამ დაიწყო. „ძალიან მიყვარს ეს საქმიანობა, ამიტომ არ დავიწყებ წუწუნს მის სირთულეებზე, - ამბობს მოდელი და თან დასძენს - თუმცა, როდესაც გადაღება გაქვს, მთელი 8 საათი კამერის წინ პოზირება ადვილი არ არის“.
მარიამ დონაძე: პირველად ეკატერინე მგალობლიშვილის სამოდელო სააგენტო „კატრინში“ მივედი და ამ დღიდან დავიწყე სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობა. ჯერ გავხდი „მის თბილისი 2009“ და შემდეგ უკვე მივიღე მონაწილეობა „მის საქართველო 2010“-ის კონკურსში (14-დან 18 წლამდე ასაკში), სადაც გავიმარჯვე და გავხდი ამ ტიტულის მფლობელი. ამის შემდეგ გავემგზავრე კოსტა-რიკაში საერთაშორისო კონკურსზე, სადაც მონაწილეობას 49 ქვეყანა იღებდა. მოვხვდი ათეულში, ამის შემდეგ კი გაიცა სულ 7 ნომინაცია. ერთ-ერთი მერგო მე და გავხვდი „მის მოდელი 2010“.

სამოდელო კარიერაზე მართლაც სერიოზულად ვფიქრობ და ოცნება მაქვს, რომ საზღვარგარეთ გავაგრძელო მოღვაწეობა. თუმცა ვაპირებ, რომ მქონდეს სხვა პროფესიაც, ძალიან მინდა გავხდე საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტი ან ტელე-რადიო ჟურნალისტი. ვფიქრობ, მოდელობის გარდა, სხვა პროფესიაც აუცილებელია ჩემი წარმატებებისთვის. ასევე რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, გეტყვით, რომ „მის თინეიჯერი“ 14-დან 18 წლამდე ასაკში გავხდი და ძალიან მინდა, რომ 17-დან 25 წლამდე მივიღო მონაწილეობა „მის საქართველოზე“. ვოცნებობ, წავიდე „მის მსოფლიოზე“ და ვასახელო ჩემი ქვეყანა.

წყარო : http://jolo.ge/
მასალის გამოყენების პირობები






