,,ქართუსთვის" საკრედიტო დავალიანების დაფარვის მზადყოფნას ამ ეტაპზე გამოთქვამენ მცხეთა _ მთიანეთის ყოფილი გუბერნატორის, იაგო ჩოჩელის შპს ,,ინტერპლასტი”, შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები - ს/ს `”პირიმზე” და შპს ”სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა” და მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის საწარმოები შპს ”ლოგოსი” და ამხანაგობა ,,თეთრი სახლი” .
,,ისეთი საწარმო, რომელსაც ბანკ "ქართუს" წინაშე დავალიანება აქვს, სულ 21-ია, აქედან, როგორც მე ვიცი, იაგო ჩოჩელის, ლაურა ღაჭავასა და გიორგი ისაკაძის კომპანიები მზად არიან, ბანკის სასარგებლოდ ისევ დატვირთონ ის ქონებები, რაც მათ მიერ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით იყო წაღებული და სრულად აუნაზღაურონ ყველანაირი ზარალი, რომელიც ბანკს ამ დანაშაულებრივი ქმედების გამო მიადგა", - განმარტა ჟურნალისტებტან ,,ქართუს" წარმომადგენელმა, ალა კახნიაურმა.
შეგახსენებთ, რომშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბანკ "ქართუს" გაკოტრების მიზნით, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა, რომელშიც პოლიტიკური თანამდებობის პირების გარდა, ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენებიც მონაწილეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






