„ნორჩ მაშველთა“ კლუბის წევრებმა აზერბაიჯანში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს
საზოგადოება - 09:49, 01 Jul, 2014     1264

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს „ნორჩ მაშველთა“ კლუბის შვიდწევრიანმა ჯგუფმა 22-28 ივნისს აზერბაიჯანში, ქალაქ გაბალაში გამართულ „ნორჩ მაშველთა“ საერთაშორისო შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. „ნორჩ მაშველთა“ საერთაშორისო შეჯიბრი ჰეიდარ ალიევის დაბადების 91-ე წლისთავს მიეძღვნა და აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

საქართველოს წარმომადგენლებმა „ნორჩ მაშველთა“ საერთაშორისო შეჯიბრში პირველად მიიღეს მონაწილეობა. ჯგუფის შემადგენლობაში თბილისის 82-ე და 119-ე საჯარო სკოლების მოსწავლეები იყვნენ. აზერბაიჯანში გამგზავრებამდე მოსწავლეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზაზე გაიარეს სამაშველო-სახანძრო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა.

აზერბაიჯანში ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა – საქართველოდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. „ნორჩი მაშველების“ მონაწილეობით დაგეგმილი იყო სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო შეჯიბრი და კონკურსი, კერძოდ: კომბინირებული სახანძრო ესტაფეტა, ტყის მასივში საძიებო-სამაშველო მოქმედებები, ესტაფეტა სხვადასხვა სახის დაბრკოლებების გადალახვით, „საინფორმაციო ფურცელი“, რომელშიც აისახა საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის დროს უსაფრთხო მოქმედებების წესები, „სავიზიტო ბარათი“ – კონკურსი ითვალისწინებდა ნორჩ მაშველთა კლუბის საქმიანობის წარდგენასა და საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ყველა მონაწილე გუნდი საპატიო სიგელით დააჯილდოვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42