ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებისა და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
"თელასის“ აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა ისნის, სამგორისა და ნაძალადევის რაიონის რამდენიმე ქუჩას შეეხება.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ქეთევან წამებულის, ლუსინიანის, იალბუზის, ბოდბის, ბოჭორმის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის (ნაწილობრივ), პატარძეულის და მიმდებარე ქუჩების 2 169 აბონენტს, ხოლო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე ლეხ კაჩინსკის ქუჩის (ნაწილობრივ) 152 აბონენტს.
სამგორის რაიონში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ნავთლუღის მეორე დასახლების მე-7 ქუჩის, აეროდრომის დასახლების მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 ქუჩების, ჯავახეთის, კალოუბნის, ჭიჭინაძის და ხომლელის ქუჩების 581 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 12:00 საათამდე გადაუდებელი ავარიული სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თემქის დასახლების IX , X კვარტლების და თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის 3 245 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებისა და სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები






