ნათია ფანჯიკიძე: „ღირსება თუ გაქვს, ვერავინ გამოგტაცებს, რწმენა თუ გაქვს, ვერაფერი შეარყევს“
საზოგადოება - 18:25, 30 Jun, 2014     1851

„ევროპული ცხოვრების, განვითარების სტანდარტისკენ სწრაფვა არ ნიშნავს სახის და ინდივიდუალურობის დაკარგვას“, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე. პოლიტიკოსის მეუღლე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებებს შემდეგი პოსტით ეხმაურება.

ნათია ფანჯიკიძე: „საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, რომელსაც მუდმივად მტრისგან თავის დაცვა სჭირდებოდა, ბუნებრივად ჩამოუყალიბდა საფრთხის განცდა - რაღაცას გვართმევენ, ჩვენი გადაჯიშება უნდათ, ყველა უცხო ჩვენთვის საშიშია... ა.შ.
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სოციალური ქსელის სტატუსებში ბევრგან შიშის აქტიურ, პანიკური გამოხატვის ტენდენციას გადავაწყდი, ზოგანაც შეფარულს, მოკლე და მსგავსი თვითშთაგონებითი ფორმულირებით - "მე ქართველი ვარ".
მეც ქართველი ვარ თხემით ტერფამდე და მართლაც არაფერია ჩემში არაქართული.
ევროპული ცხოვრების, განვითარების სტანდარტისკენ სწრაფვა არ ნიშნავს სახის და ინდივიდუალურობის დაკარგვას, არც არავის დაუკარგავს - ბერძენი არ გავს გერმანელს, იტალიელი არ გავს ფრანგს, ესტონელი არ გავს ესპანელს... პირად ცხოვრებაშიც ხომ უამრავი მეგობარი გვყავს და ყოველი მათგანი თავის თავს გავს, ჩვენ ჩვენს თავს. ზუსტად ასევე, როგორც ერი, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ქართველები ევროპაში, ჩვენი სახით, ჩვენი პორტრეტით.
სახე თუ გაქვს, ვერავინ ვერ წაგართმევს. ღირსება თუ გაქვს, ვერავინ გამოგტაცებს, რწმენა თუ გაქვს, ვერაფერი შეარყევს და თუ შენი ღირებულებითი აზროვნების, ინდივიდუალურობის ხარისხი მყარია, შიში სრულიად უსარგებლო და დაუსაბუთებელი გრძნობაა მაშინ.
ჭკვიანი კაცის (ერის) ხელში ერთით მეტი ღია კარი უზარმაზარ ასპარეზს ხსნის სამომავლოდ. უჭკუოდ გამოყენების შემთხვევაში ნაკლებ შესაძლებლობებს, მაგრამ მაინც ღია კარი ჯობს ცხვირთან მოხურულს.
ამიტომ მშვენიერი "თვითდამაგრების" სტატუსია "მე ქართველი ვარ", კიდევ უკეთესი იქნება არა ზედაპირზე დარჩენა ამ სიტყვების, არამედ დაფიქრება და დაზუსტება - მე ქართველი ვარ, რაც ნიშნავს რომ მე ვარ .........





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42