რუსთვის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვალების პირველად მიზეზად უეცარი სიკვდილი დასახელდა. თუმცა ამ ვერსიას ოჯახი არ ენდობა.
ოჯახის აცხადებს, რომ პატიმარს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.
თუმცა რა გახდა 36 წლის მამუკა მერაბიშვილის სიკვდილის მიზეზი ამ კითხვაზე პასუხს გარდაცვლილის ოჯახი ელოდება.
როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, მის შვილს სხეულზე აღენიშნება მრვალობითი დაზიანებები გულმკერდისა და კისრის არეში. აქვს მრავლობითი ჩალურჯებული უბნები და ასევე სისხლჩაქცევები.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა,თუმცა ოჯახი ექსპერტიზის პასუხს არ ენდობა და აპირებს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩაატაროს.
მასალის გამოყენების პირობები






