,,ტაბულას“ თანამშრომლის და მისი თანმხლები პირების დაკავებისას პოლიციამ კანონი დაარღვია“
საზოგადოება - 15:55, 30 Jun, 2014     1624
ტელეკომპანია “ტაბულას” მიერ მომზადებული სიუჟეტიდან და თვითმხილველთა განცხადებებიდან იკვეთება, რომ დაკავების მომენტში და დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა სავარაუდოდ გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას და დაარღვიეს კანონი. გარდა ამისა, თვითმხილველთა განცხადებით, პოლიციელებმა ფიზიკური ძალადობა განახორციელეს დაკავებულებზე, რის შედეგადაც ერთ-ერთ დაკავებულს აღენიშნება დაზიანება სახის არეში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.

როგორც თვითმხილველთა მონათხრობიდან ირკვევა, პოლიციელებმა ჩაატარეს ავტომანქანის ჩხრეკა იმ საბაბით, რომ ჰქონდათ ინფორმაცია, თითქოს მანქანაში ინახებოდა იარაღი. აღნიშნულს მოყვა ავტომანქანაში მსხდომი პირების პროტესტი, რის საპასუხოდაც პოლიციელებმა დააკავეს სამი პირი. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი დაკავებულები იყვნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მათ დაკავების მომენტში არ განემარტათ დაკავების მიზეზი და თავიანთი უფლებები. თვითმხილველთა თქმით, პოლიციელები იქცეოდნენ უხეშად და გამომწვევად.

საყურადღებოა, რომ ერთ-ერთი ადგილზე მყოფი პირის განცხადებით, დაკავების მომენტში პოლიციელებმა ფიზიკური ზეწოლა განახორციელეს ერთ-ერთ დაკავებულზე და მანქანაში ჩასმის დროს ერთი-ორჯერ მოარტყეს ხელი სახეში. ტელეკომპანია “ტაბულას” ეთერში გასულ სიუჟეტშიც ნათლად ჩანს, რომ ერთ-ერთ დაკავებულს აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალის არეში, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, დაკავებამდე არ აღენიშნებოდა. დაკავებულები თავდაპირველად პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათი დააყოვნეს, ხოლო შემდგომ გადაიყვანეს ნარკოლოგიური შემოწმების ჩასატარებლად.

პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას დაკავებულებს არ მიეცათ საშუალება, ესარგებლათ დაცვის უფლებით, რაც დაკავებული ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა – კადრებში ნათლად ჩანს ტელეკომპანია “ტაბულას” იურისტის არაერთი მცდელობა, შეაღწიოს პოლიციის შენობაში და გაესაუბროს დაკავებულ პირს, რის პასუხადაც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებას იღებს.

ინტერნეტ-გამოცემა “ნეტგაზეთის” თანახმად, შსს-მ განაცხადა, რომ “პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, რადგან მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ადგილზე იურისტი იმყოფებოდა და დაკავებულთან შეხვედრა სურდა.”

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადვოკატმა გამოიძახა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომელიც ადგილზე არ გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით, შსს-მ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ შსს-ს გენინსპექცია ადგილზე იმყოფებოდა.

დაკავებულთა სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში კვირას, 29 ივნისს გაიმართა და 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. „ტაბულას“ თანამშრომლისა და მასთან ერთად დაკავებული ორი პირის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. დაკავებულებს პოლიციისთვის ხელის შეშლას ედავებიან. გადაწყვეტილებას სასამართლო 1 ივლისს გამოაცხადებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42