რა ეღირება ახალი სანომრე ნიშნები
საზოგადოება - 13:25, 30 Jun, 2014     21371
შს სამინსიტროს მომსახურების სააგენტომ ახალ სანომრე ნიშნებზე მომსახურების საფასური დაადგინა, კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები განცხილველად პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების" შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე დადგენილია შემდეგი საფასურები:

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, 2-14 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, აგრეთვე დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა – 35 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 600 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 800 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 400 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 001-დან 009-ის ჩათვლით – 500 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 700 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 300 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 – 200 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 – 250 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 – 150 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტი შედგება პირისათვის სასურველ ასოთა კომბინაციისაგან – 10 000 ლარი;

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, დიპლომატიური მისიების, აგრეთვე დიპლომატიური თანამდებობის პირებისა და მათთან გათანაბრებული პირების მფლობელობაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციისას (დროებითი რეგისტრაციისას) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური სტატუსის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, აგრეთვე აღნიშნული ტიპის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენა – 80 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 350 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამი ასოდან ორი იდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 300 ლარი;

სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, გარდა 1-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრები შედგება პირისათვის სასურველი კომბინაციისაგან – 250 ლარი;

სატრანზიტო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა – 30 ლარი;

მოტოციკლის, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა – 25 ლარი;

მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის დადგენილი ნიმუშის ერთი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა, რომლის ციფრების კომბინაციაა 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009, 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900, 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999, ან რომლის ლათინური შრიფტის ორი ასო ან/და სამი ციფრი შეადგენს პირისათვის სასურველ კომბინაციას, – 200 ლარი;

მექანიკური სატრანსპორტო საშუალებათა გასხვისების შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, პირი სანომრე ნიშანს აბარებს სარეგისტრაციო სამსახურს.

სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ჩაბარებული სანომრე ნიშანი, რომელზეც “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად დაწესებულია საფასური არანაკლებ 100 ლარის ოდენობით, შეინახოს არა უმეტეს 6 თვის ვადით და ამ ვადაში დადგენილი წესით უზრუნველყოს მისი იმავე პირზე უსასყიდლოდ გადაცემა.

მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სანომრე ნიშანი პირს გადაეცემა სამუდამოდ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42