მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
საზოგადოება - 12:18, 30 Jun, 2014     2182
მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდნენ. მათ საზოგადოებას საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
ადგილზე წარმოდგენილი იყო ბანერები, თუ როგორ სახეს მიიღებს დასრულებული მეტროპოლიტენის ახალი სადგური, რომლის მშენებლობა 21 წლის წინ შეჩერდა.
მინისტრის განცხადებით, სექტემბრის დასაწყისში უკვე გამოვლენილი იქნება კომპანია, რომელიც ახალი სადგურის მშენებლობას განახორციელებს. თავად მშენებლობის პროცესი ორი წელი გაგრძელდება და 2016 წლისათვის დასრულდება.
მისივე განცხადებით, ტენდერისათვის თანხას აზიის განვითარების ფონდი გამოყოფს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს წინასწარ ვერ დაასახელა, თუ რა თანხა იქნება გამოყოფილი. მისივე თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ტენდერში წარმოდგენილი კომპანიების შეთავაზებულ წინადადებებზე.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ილია დარჩიაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 26 აგვისტოა. ამის შემდეგ მოხდება წარდგენილი წინადადებების განხილვა და შერჩევის პროცესი. მისი განმარტებით, ფონდი შეეცდება ეს პროცესი მაქსიმალურად ფორსირებულად განახორციელოს და გამოავლინოს გამარჯვებული კომპანია.
პროექტის ფარგლებში გაკეთდება გვირაბის რეაბილიტაცია, საერთო სიგრძით 2,6 კმ. მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობების ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟო სისტემები; ასევე, სიგნალიზაციის, მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები; გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელი.
თბილისის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2002 წლისათვის გაიხსნა ვაჟა-ფშაველას სადგური, სადაც დღემდე დელისისა და ვაჟა-ფშაველას შორის მოწყობილი ორი პარალელური გვირაბიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. მეორე ხაზი კი, ამ დრომდე არ არსებობს. "ვაჟა-ფშაველას" და "უნივერსიტეტის" სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები ამ დრომდე დასრულებული არ არის.
2016 წლისთვის მშენებლობის შედეგად, "დელისისა" და "ვაჟა-ფშაველას" მეტროს სადგურებს შორის მეორე გვირაბიც ამუშავდება, ხოლო დედაქალაქში არსებულ 22 მეტროსადგურს, ახალი, 23-ე სადგური დაემატება.
"უნივერსიტეტის" მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო ფირმამ "ეურო სტუდიომ" მოამზადა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42