ყოველწლიური საერთაშორისო პროექტი „Teddy Bear Hospital“
საზოგადოება - 13:24, 29 Jun, 2014     2990

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის, ივ. თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციისა (GPSA) და ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია-თბილისის (EMSA-Tbilisi) ორგანიზებით საქველმოქმედო ხასიათის ყოველწლიური საერთაშორისო პროექტი „Teddy Bear Hospital“ გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავდა ბავშვებში ექიმის, ეგრეთ წოდებული „თეთრი ხალათის“ (რომელიც ექიმთან ასოცირდება ბავშვის ფსიქიკაში) და წამლის მიმართ ფობიის დაძლევას.

„თეთრი ხალათის“ აქციაში მონაწილეობა საოჯახო საცხოვრებელი „კარიტასის“ და გლდანის მიუსაფარ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა მიიღეს. ბავშვებს კონსულტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებმა გაუწიეს. პროექტის ფარგლებში, ფობიის დაძლევასთან ერთად სხვა სახის კონსულტაციები ჩატარდა, მათ შორის სტომატოლოგური კონსულტაცია.

სამედიცინო გასინჯვის შემდეგ, ბავშვებს თავიანთი პროდუქციით პროექტის მხარდამჭერი კომპანიები „ბარამბო“, „ეკო ფუდი“ და „ავერსი“ გაუმასპინძლდნენ.

პატარა პაციენტების გართობაზე იზრუნეს ბავშვთა გასართობ ცენტრ „ნევერ ლენდ“–ის ანიმატორებმა. ბავშვებმა ასევე, დაათვალიერეს უნივერსიტეტში არსებული მუზეუმი, რომელსაც შემეცნებითი ხასიათი ქონდა და გიდობას სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტები და კურსადმთავრებულები უწევდნენ.

პროექტის ფარგლებში, უნვერსიტეტში არსებულ სააქტო დარბაზში ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის კონცერტი ჩატარდა.

დასკვნით ნაწილში კი ბავშვებს საჩუქრად „ახალგაზრდა ადვოკატების“, პლასტიკური, ესთეტიკური და დერმატოკოსმეტოლოგის კლინიკა „ტოტალ შარმის“ მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ.

პროექტის მედია მხარდამჭერას ინტერნეტ გამოცემა „News.ge” და „newpost.ge” უზრუნველყოფდნენ.

პროექტის მხარდამჭერი იყო გრაფიკული დიზაინერი ზურაბ გიორგაძე, თბილისის სამედიცინო აკადემია და სტუდენტთა სამეცნიერო კვლევითი კლუბი „ვიტალისი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42