„აქ ზანგების ადგილი არაა“...
საზოგადოება - 02:33, 29 Jun, 2014     11338

„ევროპა? რა ევროპა?“ - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაღიზიანებული დავით დეფი და ოცდამეერთე საუკუნის თბილისურ სენზე ჰყვება. რომლის „მსხვერპლნიც“ ძირითადად ფერადკანიანები არიან. ეს სენი კი ადამიანის დამცირება, ზიზღი, შეურაცხყოფა და გულგრილობაა...


დავით დეფი: ჩემი სიძე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. ჰქვია აარონი. ფერადკანიანია. ცხოვრობს ლონდონში და თბილისში. არტისტია. მოცეკვავე. დღეს, 28 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრთან, მაკდონალდსში იჯდა. რამოდენიმე ქართველი მასთან მივიდა და აგრესიით, ყვირილით, ზიზღით და ათასნაირი შეურაცხყოფით მაკდონალდსიდან გასვლა უბრძანა. მან დახმარება დაცვას სთხოვა. დაცვის რეაქცია - ხითხითი და ზანტი სიარული. მაკდონალდსში მყოფი ადამიანების რეაქცია - „არაფერი მესმის, არაფერს ვხედავ, არავის არაფერს ვეუბნები.“

აარონმა პატრული გამოიძახა. პატრულის მოსვლამდე იმ ჯეელებმა ცოფი ისევ ყარეს „აქ ზანგების ადგილი არაა!“ და ა.შ. და წავიდნენ. პატრულის მოსვლით არც არაფერი შეიცვალა. ოფიცერთა იგივე რეაქციები, როგორც მაკდონალდსის დაცვისა და იქმყოფი ადამიანების - „ჰო კაი ახლა, ეგეთები ხდება? მაშინ უჩივლე...“ პროფესიონალიზმი, მონდომება, თანაგრძნობა, შეგნება - ნ უ ლ ი.

იგივე მოხდა რამოდენიმე დღის წინ, ოღონდ სმარტში. სასტუმრო რადისონთან. აარონის დანახვაზე ქართველმა ვაჟებმა მისი შეურაცხყოფა დაიწყეს. დაცვის და ხალხის რეაქცია აქაც - ნ უ ლ ი. სანამ ერთი ამერიკელი საქმეში არ ჩაერია და კაცი იქიდან არ გამოიყვანა.

ახლა კი თქვენ მოგმართავთ შსს მინისტრო, პრემიერ მინისტრო, პრეზიდენტო, პარლამეტის თავჯდომარევ და მოქელაქე ივანიშვილო - ეს თქვენ გააკეთეთ. ჰო, ეს თქვენი გაკეთებულია. ამ უშნო გრუზინებს, ამ მახინჯ და უჯიშო, უსამშობლო ნაბიჭვრებს, ვინც ფერადკანიანებზე, ოცდამეერთე საუკუნის თბილისში ასე იქაჩებიან, მათაც ვინც ასეთ რამეს ხედავენ და არაფერს აკეთებენ, მათაც ვინც არც თავის მოვალეობას ასრულებენ - თქვენი სახეები აქვთ და თქვენი სახელები ჰქვიათ. ამის უფლებას მათ თქვენ აძლევთ. ამ სისაზიზღრეს თქვენი საკუთარი სიბილწით, ქლესობით, ბოღმით, დაკომპლექსებულობით, უნიათობით და სრული არარაობით ქმნით. ამ მანიაკებს ღრმად სწამთ რომ არ დაისჯებიან და ამ რწმენასაც თქვენ უღვივებთ. თქვენ სირცხვილი ხართ. მე მრცხვენია თქვენი. ყოველი თქვენგანის მრცხვენია.

ევროპა? რა ევროპა?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42