რა მოხდა მეგობრებს შორის და რატომ გაიმეტეს სასიკვდილოდ ნიკუშა ნატროშვილი?
შემთხვევა - 19:54, 28 Jun, 2014     52743
კიკეთში მომხდარი დანაშაულისთვის – 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, რამდენადაც ცნობილი გახდა, დამნაშავეები ნატროშვილის მეგობრები არიან - თეიმურაზ აფციაური და პაპუნა გოშაძე, რომელსაც ნიკუშა ნატროშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

ნიკუშა ნატროშვილი და თემურ აფციაური ბავშვობის მეგობრები არიან, ისინი კერძო სკოლა ,,ჯეჯილში“ ერთად სწავლობდნენ.

,,ნიუპოსტი“ შეეცადა დაკავშირებას სკოლის დირექტორთან ქალბატონ ნინო ჩივაძესთან, რომელმაც დაადასტურა რომ ახალგაზრდები მათ სკოლაში პირველი კლასიდან ერთად სწავლობდნენ. ,,უკვე მერამდენედ მიკავიშრდებიან ამ აბავთან დაკავშირებით. დიახ, ეს ბავშვები ჩვენტან სწავლობდნენ, ნიკუშა ძალიან კარგი ბიჭი იყო. თემო მე-8 კლასიდან სხვა სკოლაში გადავიდა... მაპატიეთ, ძალიან მეჩქარება, მეტს ვერაფერს გეტყვით...“, - განუცხადა ,,ნიუპოსტს“ ნინო ჩივაძემ.

პაატა გოშაძე 123-ე სკოლის მოსწავლე იყო. ,,ნიუპოსტი“ შეეცადა სკოლის დირექციასთან დაკავშირებას, თუმცა მათაგ გასაუბრება ვერ მოხერხდა. როგორც ამავე სკოლის საქმეთა მმართველი ,,კვირასთან“ საუბარში აცხადებს, გოშაძემ წელს, როგორც გარეშე პირმა სკოლის საატესტატო გამოცდები ჩააბარა. ,,როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გოშაძემ რამდენიმე საგანი შარშან ჩააბარა, ნაწილი კი – წელს. შესაბამისად, ატესტატი წელს აიღო“, – აღნიშნა 123 -ე საჯარო სკოლის საქმეთა მმართველმა თამარ გაჩეჩილაძემ.

ნიკუშა ნატროშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ჭრილობები სწორედ პაატა გოშაძემ მიაყენა. ,,ნიუპოსტის" ინფორმაციით, გოშაძე ადრე ნასამართლევიც არის.

ოპერაციის ჩატარებიდან დღემდე ნიკუშა ნატროშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

24 წლის ნიკუშა ნატროშვილს და მის მეუღლეს მარიამ ბეჟიაშვილს სამი წლის გოგონა ჰყავთ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პაატა გოშაძემ სოფელ კიკეთში, გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას, 1990 წელს დაბადებულ ნიკოლოზ ნაროშვილს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. პაატა გოშაძე თანმხლებ თეიმურაზ აფციაურთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული პაატა გოშაძე განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო 1990 წელს დაბადებული თეიმურაზ აფციაური დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თეიმურაზ აფციაური მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს, ხოლო პაატა გოშაძე მომხდარიდან რამდენიმე დღეში პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

გამოძიება პაატა გოშაძის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით), ხოლო თეიმურაზ აფციაურის მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42