ტანგოს ცოცხალი ლეგენდა - გუსტავო როსო- სრული დასითა და უახლესი პროგრამით საქართველოს პირველად ეწვია.
ამ წარმოდგენით თიბისი ბანკმა საკუთარ მომხმარებელს ლონდონის ბირჟაზე ბანკის წარმატებული გასვლა მიულოცა.
„ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჩვენი აქციების განთავსება არის აღიარება იმისა, რომ თიბისი ბანკი, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. ეს მოვლენა მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია არა მხოლოდ ჩვენი აქციონერებისა და ბანკის მმართველი გუნდისთვის, არამედ ჩვენი კლიენტებისთვის, თანამშრომლებისა და მთელი ქვეყნისთვის. როგოროც ჩვენს ერთგულ მომხმარებელს მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, და მოგილოცოთ ჩვენი საერთო წარმატება. ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლით ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რაც ჩვენი მომხმარებლებისათვის ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს და ინოვაციას.“ აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ შოუს დაწყებისას.
ტანგოს ასეთი მასშტაბული წარმოდგენა საქართველოში პირველად გაიმართა.
„ტანგო- ეს საერთაშორისო ენაა, მოხარული ვარ რომ თბილისში ვიმყოფებით, შევეცადეთ ემოციებით და სხეულის მოძრაობით გადმოგვეცა ჩვენი სათქმელი. იმედი გვაქვს პუბლიკამ სწორად შეიგრძნო ტანგოს ძალა“, აღნიშნა გუსტავო როსომ.
არგენტინული ტანგოს საღამო 27 ივნისს თიბისი ბანკისა და Bravo Records- ის ორგანიზებით შედგა.
მასალის გამოყენების პირობები