სიყვარულის სწავლა იწყება მონანიებით. როგორც ავადმყოფის წარმატებით მკურნალობისთვის აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა, ასევე ჩვენი სულის განკურნების დაწყება აუცილებელია მონანიებით, რომელიც დეტალურად წარმოგვიჩენს ჩვენი სულის მდგომარეობას. მაგრამ მხოლოდ საკუთრი ცოდვების დაფიქსირება და თვით აღსარებაც კი შორს ვერ წაგვიყვანს, მთავარია საკუთარი ცოდვების ღრმა ანალიზმა შეაძრწუნოს ჩვენი სული და გონება და მისი სასწრაფოდ გარდაქმნის აუცილებლობა მთელი სიმძაფრით წარმოგვიჩინოს. სანამ ადამიანი სრულიად არ გაისიგრძეგანებს საკუთარ ცოდვილიანობას, მანამ მის სიყვარულს ეგოიზმის შხამი წამლავს და ის ვერ ისწავლის ქრისტესმიერ სიყვარულს. ხოლო თუ ადამიანი დარწმუნებულია, რომ ის უცოდველია, მაშინ ის სულიერად უკვე მკვდარია!
ადამიანები ერთმანეთისადმი სიძულვილს ხშირად ჭეშმარიტების დაცვით ამართლებენ. მაგრამ ჭეშმარიტება რაღაც ფაქტი კი არ არის, ჭეშმარიტება სიყვარულია, ამიტომ «ჭეშმარიტებისთვის» ბრძოლაში თუ მოკამათეს შევიძულებთ, მაშინ ჩვენ სწორედ ჭეშმარიტებას ვბღალავთ - სიყვარულს ფეხით ვთელავთ.
მასალის გამოყენების პირობები






