"სიმინდის კუნძულის" მსოფლიო პრემიერა
საზოგადოება - 16:16, 27 Jun, 2014     1118
9 ივლისს, გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძულის" მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგება. ფილმი ფესტივალის მთავარ კონკურსში იქნება წარმოდგენილი, ქართველ მაყურებელს კი მისი ნახვის საშუალება საქართველოს კინოთეატრებში სექტემბრიდან მიეცემა. გიორგი ოვაშვილის ახალი ფსიქოლოგიური დრამის სცენარი სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა. მოქმედება 2008 წელს ვითარდება, მთავარი გმირები კი აფხაზი ბაბუა და შვილიშვილი არიან, ფილმი მათ მძიმე მაგრამ საინტერესო ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ”სიმინდის კუნძულის“ გადაღებისთვის სპეციალურად ხელოვნური კუნძული შეიქმნა, რომლის ლოკაციას დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ და საბოლოოდ მდინარე ენგური შეირჩა, სადაც პატარა კუნძული გაშენდა. რეჟისორს ფილმის გადაღების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც საინტერესო რეალური ისტორია მოისმინა ნუგზარ შაყაიძისგან, აფხაზი ბაბუისა და შვილიშვილის შესახებ. რაც შეეხება მთავარ გმირებს, გიორგი ოვაშვილი თავისი ნამუშევრებისთვის ყოველთვის არაპროფესიონალ მსახიობებს არჩევს, რადგან თვლის, რომ ისინი ნაკლებად თამაშობენ და ბევრად უფრო საინტერესო პერსონაჟებს ქმნიან. ფილმზე ”სიმინდის კუნძული“ ასევე მსოფლიოში ცნობილი უნგრელი ოპერატორი ელემერ რაგალი მუშაობს, რომელიც 2001 წელს პრემია ”ემის” მფლობელი გახდა. მის ანგარიშზე ათობით სატელევიზიო და მხატვრული ნამუშევრია. ოპერატორი ბოლოს რეჟსორ იშტვან საბოსთან ერთადაც მუშაობდა. ფილმის ბიუჯეტი 1.5 მილიონი ევროა. სპეციალურად ფსიქოლოგიური დრამისათვის კომპოზიციები იოსებ ბარდანაშვილმა შექმნა. ფილმის ქრონომეტრაჟი 100 წუთს შეადგენს.
წყარო: http://fortuna.ge/




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42