დიდ დიღომში 11-მეტრიანი საკანალიზაციო მილი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ მიწიდან გამქრალი დახვდა
შემთხვევა - 19:51, 26 Jun, 2014     1643

დიდ დიღომში, ტარიელის ქუჩაზე 800 მმ-იანი საკალანალიზაციო რკინა-ბეტონის კოლექტორის 11-მეტრიანი მონაკვეთი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურ ბრიგადას დღეს მიწიდან ამოღებული დახვდა. კომპანიის ტექნიკური ბრიგადა აღნიშნულ ქუჩაზე გაურკვეველი ავარიული დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით მივიდა.

შესაძლო დაზიანების თაობაზე კომპანიის ცხელ ხაზს ტარიელის ქუჩის მცხოვრებლებმა აცნობეს. მათი თქმით, საკანალიზაციო წყლები დიდ დიღომში მდებარე ტარიელის ქუჩაზე მიწიდან ამოდიოდა. ადგილზე მისულ ტექნიკურ ბრიგადას, დაზიანების ნაცვლად, 800 მმ-იანი საკანალიზაციო მაგისტრალური მილის 11-მეტრიანი მონაკვეთი მიწიდან გამქრალი დახვდა. ამ ფაქტის გამოაშკარავება საგზაო სამუშაოების შედეგად მოხდა, კერძოდ კი, მძიმე ტექნიკას, რომელსაც გზა გაჰყავდა, მიწა გამოეცალა და დიდ ორმოში ჩავარდა - მილის არარსებობის გამო გრუნტმა, ქვეშშექმნილი სიცარიელის გამო, ტრაქტორის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩავარდა.

როგორც კომპანიის წყალარინების საავარიო ბრიგადის უფროსი აცხადებს, ტარიელის ქუჩაზე ტრაქტორის მიწაში ჩავარდნის შესახებ მათ საგზაო დეპარტამენტის მუშებისგან შეტყვეს. ბრიგადის უფროსის ვარაუდით, ტრაქტორის ჩავარდნა კოლექტორის არარსებობით შექმნილი სიცარიელის გამო მოხდა. აღნიშნულის შესახებ ტექნიკურმა ბრიგადამ კომპანიის წყალარინების დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და უსაფრთხოების სამსახურს აცნობა.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალარინების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯამილა ჩაჩხალია აცხადებს, 11-მეტრიან მონაკვეთზე საერთოდ აღარ არსებობს კოლექტორი, აღმოჩენილია მხოლოდ მილის 2-მეტრიანი ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნაწილები დაკარგულია. მისი თქმით, კოლექტორის გაუჩინარების მიზეზი ამ ეტაპზე გაურკვეველია, არადა, აღნიშნული ქსელი გამართულად მუშაობდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოკვლევას აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42