ნანუაშვილი: მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა დაცვა
საზოგადოება - 18:04, 26 Jun, 2014     1802
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი წამების მსხვერპლთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ნანაუშვილი აღნიშნავს, ამ დღის მიზანია, საზოგადოებას შეახსენოს, რომ წამება ადამიანის უფლებათა დარღვევის მხრივ უმძიმესი დანაშაულია.
საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღის აღნიშვნას და შეახსენებს ხელისუფლებას, რომ წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის აკრძალვა ადამიანის აბსოლუტური უფლებაა, რომლიდანაც გადახვევა არანაირი გარემოებების არსებობის დროს არ არის დაშვებული და გამართლებული.

"2012 წლის სექტემბერში, ე.წ. "ციხის კადრების" გამოქვეყნების შემდეგ, ნათელი გახდა, რომ წამება და არასათანადო მოპყრობა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენდა. მოგვიანებით, 2013 წლის აგვისტოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მის კუთვნილ თუ სხვა ტერიტორიებზე არაერთი ვიდეო ჩანაწერის აღმოჩენამ მსგავს ქმედებათა სისტემურ ხასიათზე მიანიშნა, მათ შორის, სასჯელაღსრულების სისტემის გარეთ. მართალია, დღეს წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა აღარ ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა, დღემდე პრობლემად რჩება მოქალაქეების/მსჯავრდებულების მიმართ პოლიციისა და სასჯელაღსრულების თანამშრომლების მიერ განხორციელებული წამების, არასათანადო და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოიძიება, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია და მათი სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფა", - აცხადებს ომბუდსმენი.

ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ გაერო-ს წამების საწინააღმდეგო კონვენცია წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, გამოიძიონ წამების ყველა ფაქტი, პასუხისგებაში მისცენ და დასაჯონ დამნაშავეები, გადაუხადონ კომპენსაცია მსხვერპლს, ანუ მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა დაუსჯელობასთან საბრძოლველად.

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიებას უზრუნველყოფს. ასევე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა დაცვა და რეაბილიტაცია, გაატაროს ეფექტური ღონისძიებები წამების ეფექტური პრევენციისთვის.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42