მრავალი ათეული წელია სცენაზე დგას, სპექტაკლიც უამრავი უთამაშია, კინოშიც ხშირად გადაუღიათ... თუმცა, ფართო მასისთვის ცნობილი მაინც ტელე- სერიალიდან გახდა. „ ჩემი ცოლის დაქალების“ ავთო მალე 50 წლის იუბილეს რეალურ ცხოვრებაში აღნიშნავს.
მსახიობ ბესო მეგრელიშვილის საიუბილეო საღამო 4 ივლისს 19 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე შედგება. წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტები სპექტაკლებიდან და მსახიობი იმ გმირებს განასახიერებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადა სხვა თეატრში მოღვაწეობის პერიოდში შექმნა.
მოზარდმაყურებელთა თეატრში ბესო მეგრელიშვილის მიერ ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ლუკაიას სახე, დიმიტრი ხვთისიაშვილის სპექტაკლში „ მე ვხედავ მზეს“...
თეატრისა და კინოს მსახიობს ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან როგორებიც იყვნენ და არიან: შალვა გაწერელია, მედეა კუჭუხიძე, ალექსანდრე ქანთარია, გიორგი შალუტაშვილი, ლევან წულაძე, ნანა ჯორჯაძე, თემურ ბაბლუანი, ლევან ზაქარეიშვილი, ზაზა ბუაძე, გიორგი ლიფონავა.

მასალის გამოყენების პირობები






