შალვა ფიფია საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელებს შეხვდა
საზოგადოება - 16:57, 26 Jun, 2014     2470
სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხატია წილოსანი.

საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია ამერიკის კონგრესის მხარდაჭერით დაფუძნდა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალი თაობის სამოქალაქო და პოლიტიკური ლიდერების გაზრდასა და განვითარებას.

აკადემიის მსმენელების შალვა ფიფიასთან შეხვედრა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების სტრატეგიისა და მიმდინარე პროექტების გაცნობის მიზნით დაიგეგმა.როგორც შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნის ეფექტიანი განვითარებისთვის ხელისუფლება ყველა მიმართულებით ახორციელებს სისტემურ ცვლილებებს.

„მოხარული ვარ, რომ სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროცესებისადმი დიდი ინტერესი გამოხატეთ. თქვენი, ახალგაზრდების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ზოგადად ქვეყნის განვითრებისთვის. სოფლის მეურნეობის დარგმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა და არაერთი პროექტი შეიმუშავა, რომლის შესახებაც დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრეთ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ.

შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.მინისტრის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის ბაზარს. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა დეტალურად ისაუბრა სურსათის უვნებლობის საკითხებზე. მან აღნიშნა, რომ ქართველ მწარმოებლებს საშუალება მიეცემათ ეტაპობრივად დანერგონ ის სტანდარტები, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს.

შალვა ფიფიას, ზურაბ ჩეკურაშვილის და ხატია წილოსანის მოკლე მოხსენებების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მათ, სტუდენტების მიერ სხვადასხვა საკითხზე დასმულ კითხვებს უპასუხეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42