Forbes : უკრაინელები საქართველოში თავს ისე გრძნობენ როგორც საკუთარ სახლში
საზოგადოება - 15:59, 26 Jun, 2014     2921
საქართველო Forbes-ის უკრაინული გამოცემის ყურადღების ცენტრში მოხვდა. გავლენიანი გამოცემის მონაცემებით, 2014 წელს, იანვრიდან მაისის ჩათვლით, საქართველოს 50 ათასამდე უკრაინელი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. Forbes-ის ჟურნალისტი სტატიაში ყურადღებას ამახვილებს კიევში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ პრეზენტაციაზე. ღონისძიებაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ახალ პროგრამებზე იყო საუბარი. Forbes ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას განცხადებას ავრცელებს:

„უკრაინელები საქართველოში თავს ისე გრძნობენ როგორც საკუთარ სახლში, თუ თქვენ თბილისის მთავარ ქუჩებს ეწვევით, უკრაინის უამრავ დროშას და სიმბოლოს იხილავთ, ეს კიდევ ერთი დადასტურება, რომ ქართველები უკრაინას და უკრაინელებს მხარს უჭერენ...,“ „...” უკრაინელ სტუმრებს საქართველოში ხელგაშლილი ვეპატიჟებით, მათთვის რაც შეიძლება ყველაფერს ვაკეთებთ. ვქმნით ახალ ტურისტულ პროდუქტებს. ავიაბაზარზე ვიწვევთ კომპანებს. მაგალითად, „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ და „დნიპროავიამ“კიევიდან, დნეპროპეტროვსკიდან და ხარკოვიდან საქართველოს ქალაქების მიმართულებით რეისების რაოდენობა გაზარდეს. ახალი რეისები დაამატა ავიაკომპანია Wizz Air-მა. შემოვიდა ახალი ავიაკომპანია YANAIR, რომელიც თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებს შეასრულებს.“

გიორგი სიგუას განცხადებით, 2014 წლის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი შავი ზღვის რეგიონებში: აჭარასა და სამეგრელოში განაწილდება. წელს ამ რეგიონებში მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები გაიმართება. გიორგი სიგუას თქმით, სამეგრელოსა და სვანეთში დაგეგმილია ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მიმზიდველი ტურისტული მარშრუტების განვითარება.

ჟურნალი Forbes უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის, მიხეილ უკლებას განცხადების ციტირებას ახდენს:

„ უკრაინა მე-5 ადგილას არის ტოპათეული ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეები საქართველოს სტუმრობენ.„

ელჩის განცხადებით, უკრანიდან ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42