საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგება გასულ წელს 16%-ით გაიზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:10, 26 Jun, 2014     2741
აუდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გაზრდილია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგება. 2012 წელთან შედარებით გასულ წელს წმინდა მოგება 16%-ით გაიზარდა და 94,293 მილიონი ლარი შეადგინა. ასევე, გაიზარდა კომპანიის შემოსავალი, საოპერაციო მოგება და EBITDA. კერძოდ, 2012 წელთან შედარებით 2013 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 325,761 მილიონი ლარი (9%-იანიზრდა); საოპერაციო მოგებამ შეადგინა 100,359 მილიონი ლარი (21%-იანიზრდა) და EBITDA-მ შეადგინა 104,694 მილიონი ლარი (7%-იანიზრდა).

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2013 წელს ბუნებრივი გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ზრდამ შეადგინა 4% 2012 წელთან შედარებით. ამავე პერიოდში მაგისტრალური გაზსადენების მიერ ტრანსპორტირებული გაზის გაზრდილმა მოცულობამ კორპორაციას გაზის ტრანსპორტირებიდან 8%-ით მეტი შემოსავალი მისცა. რაც შეეხება შემოსავლებს ნავთობის ტრანსპორტირების სეგმენტიდან, ის 2013 წელს წინა პერიოდთან შედარებით გაიზარდა 3%-ით. მნიშვნელოვანი ზრდაა 2013 წელს ნედლი ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებშიც.

2013 წელს გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო. გასული წლის დასასრულისთვის კორპორაციამ თითქმის 200 მილიონი ლარი დახარჯა აღნიშნულ პროექტის განხორციელებაზე. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დასრულება 2015 წლის დასასრულისთვის იგეგმება. კორპორაცია გარდაბნის თბოსადგურის ამუშავების შემდგომ, 2016 წლიდან, კომპანიის EBITDA-ს მაჩვენებლის 50%-ით ზრდას პროგნოზირებს.

2013 წელს, სნგკ ასევე აქტიურად იყო ჩართული მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებში, რაც ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების უსაფრთხოებისა და საიმედოობის ზრდას.

2013 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42