„ლიბერთი კლუბში“ გაწევრიანებულია ლიბერთი ბანკის 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი. მომხმარებელს ქულა უგროვდება საბანკო ოპერაციების განხორიცელების შემდეგ. მაგალითად: თუ მომხმარებელი გადაიხდის ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით Cheap.ge ფასდაკლების პროგრამაში ჩართულ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, მას დაუგროვდება 50 ქულა; თუ მისთვის სასურველ ნივთს შეიძენს ლიბერთი ბანკის განვადების გამოყენებით, მომხმარებელი მიიღებს 15 ქულას. ქულები ასევე გროვდება თანხის გაგზავნის, სესხის აღების, ინტერნეტ და მობაილ ბანკინგის გამოყენების დროსაც. ოპერაციების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.LBClub.ge
ლიბერთი ბანკის სამერჩანტო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლის ნინო თავაძის განმარტებით:
„ლიბერთი კლუბის“ მიზანია გაზარდოს მომხმარებელთა ლოიალობა და უზრუნველყოს მათი ინფორმირება ლიბერთი ბანკის სხვადასხვა ინოვაციური და მოსახერხებელი მომსახურების შესახებ. ბანკი „ლიბერთი კლუბის“ ფარგლებში არაერთ წამახალისებელ აქციას გეგმავს, რომელთა შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი ახლო მომავალში შეიტყობს.
მასალის გამოყენების პირობები






