რა მოგებას ნახულობს საქართველოს ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:52, 26 Jun, 2014     2480
მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში დაფუძნდა აიპ „საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატა“, რომლის მთავარი მიზანია უზრუნველყოს ქვეყნებს შორის გრძელვადიანი და ორმხრივად საინტერესო ეკონომიკური თანამშრომლობა.

პალატა დღეისთვის თავის რიგებში აერთიანებს 100-ზე მეტ ქართულ და ირანულ კომპანიას, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და აქტიურ როლს ასრულებენ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში. ფუნქციონირებს 6 დარგობრივი კომიტეტი - ვაჭრობის, სატრანსპორტო, ტურიზმის, ნავთობპროდუქტების, საინჟინრო-ტექნიკური და სოფლის მეურნეობის კომიტეტები, ასევე, მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები.

გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ ირან-საქართველოს შორის 180 მილიონი დოლარი შეადგინა. ყოველწლიურად საქართველოში 10 000-მდე ირანელი ვიზიტორი შემოდის და 100 მილიონამდე დოლარი რჩება სახელმწიფოში. ყველაზე მეტად განვითარებულია შემდეგი სფეროები: ინფრასტრუქტურის მშენებლობა (საგზაო ბიტუმის პროდუქტი - ასფალტის წარმოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი; აღსანიშნავია, რომ საგზაო ბიტუმის 98% შემოდის ირანიდან), ტურიზმი, ვაჭრობა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა.

,,ჩვენი ამოცანაა ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს მივცეთ საშუალება დაამყარონ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, რაც ვფიქრობთ, იქნება წინაპირობა, ეფექტურად გამოვიყენოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის შესაძლებლობები.

საინტერესო საინვესტიციო და ინოვაციური პროექტები, საქართველოს ბაზარზე ახალი პროდუქციის შექმნა, ასევე, ექსპორტის განხორციელება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში - ეს გახლავთ მთავარი პრიორიტეტები ჩვენს საქმიანობაში”, - განაცხადეს საქართველო-ირანის გაერთიანებულ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატა ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მოუწოდებს, სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდნენ შემდეგ მისამართზე:

მის: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #78, ბ. #6.

ტელ: (+995 32) 2 183 000

ელ-ფოსტა: georgianiran.chamber@yahoo.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42