ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში, ერთ-ერთი აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
როგორც საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თამაზ კუპატაძემ ჟურნალსიტებთან საუბრისას აღნიშნა, აბიტურიენტი აცხადებდა, რომ მას გამოცდის დასასრულებლად 15 წუთი სჭირდებოდა. მისმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას ეს გამოცდა დაესრულებინა.
„აბიტურიენტმა განაცხადა, რომ მას სჭირდება მხოლოდ 15 წუთი, რომ გამოცდა დაამთავროს, ჩვენ ამის გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ. ჩვენი ცენტრის ექიმები მიიჩნევენ, რომ ეს ბავშვი უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად. მშობელიც გვეხვეწება, გააჩერეთ 15 წუთი და მერე სასწრაფო დახმრებით გადავიყვანთო. ამბობენ, რომ იღებენ პასუხისმგებლობას“,- აცხადებს თამაზ კუპატაძე.
წყარო: News.ge
მასალის გამოყენების პირობები






