რატომ და ვინ ამახინჯებს მაია დარსმელიძის სტატუსებსა და კომენტარებს და ვინ ცდილობს მომღერლის წინააღმდეგ მკითხველის ამხედრებას?!
კომენტარებში ვკითხულობთ კიდეც გაღიზიანებულთა ლანძღვა -გინებას. ამ ფაქტით აღშფოთებული მომღერალი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ ინკოგნიტო ჟურნალისტი მიზანმიმართულად ცდილობს ხალხზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კი ამ სახის კომენტარს აქვეყნებს.
მაია დარსმელიძე: „აქ რაღაც პირადი ამბავია აშკარად. აგერ უკვე მერამდენედ ვაწყდები ამ უნიჭო არსების "სტატიებს". მოკლედ გადაკიდებული მყავს ვიღაც ქათამი, რომელსაც თავი ჟურნალისტი გონია. რომელიც მიზანმიმართულად მიმახინჯებს შინაარსს და აქვეყნებს კონტექსტიდან ამოხეულ წინადადებებს. ჩემს წინააღმდეგ შეგნებულად აგრესიულად განაწყობს მკითხველს (ან რატომ ყავს საერთოდ მკითხველი, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა კიდე). "ობიექტურად" დაწერილ რეზიუმეში როგორ გულაობს კიდე ცალკე თემაა. )) ძალიან გთხოვთ დამილინკეთ და მაჩვენეთ ეს არსება, ვინმე სალომე დადიანი (არ ვიცი ეს ნამდვილი სახელია თუ მისი "სამოღვაწეო ფსევდონიმი" ))
ამ საკითხთან დაკავშირებით „ნიუპოსტი“ მაია დარსმელიძეს ესაუბრა, რაზეც მომღერალმა შემდეგნაირად გვიპასუხა.
- მაია, რატომ მიგაჩნიათ, რომ ჟურნალისტი მიზანმიმართულად განაწყობს საზოგადოებას თქვენს წინააღმდეგ?
- თუ შევადარებთ იმას, რა დავწერე სინამდვილეში და რად აქცია „ჟურნალისტმა“- ყველაფერი ნათელია. არ ვიცი რა მოტივით ვერ ამიტანა, არაერთხელ გამოუქვეყნებია მსგავსი სიყალბე. ახლაც, რამდენიმე სააგენტომ აიტაცა ეს "სკანდალური" ნიუსი და ეს უკვე მეტისმეტია.
ყველანაირად ცდილობს ხალხის ნეგატიური განწყობა და აგრესია გამოიწვიოს ჩემდამი. პოპულისტური გათვლები აქვს - ხმამაღალ სათაურს უკეთებს - რომელიც იზიდავს მკითხველს და შემდეგ ჩემდამი უარყოფითად განაწყობს.
არ ვიცი ვის ინტერესებშია ჩემს წინააღმდეგ ხელოვნურად აგორებული ეს "შავი პიარი", ერთი რამე ვიცი, რომ ამ ყველაფრის დამწერს საკუთარი სახელით ამ სიყალბის წერის გამბედაობა არ ყოფნის და გამოგონილი, ყალბი სახელით, ახორციელებს ამ უმსგავსობას.
„ჟურნალისტს“ - ბრჭყალებში შეგნებულად ვსვამ, იმიტომ, რომ ეს არსება ჟურნალისტის ცნების არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, რადგან მისთვის სასარგებლო წინადადებებს იღებს კონტექსტიდან და ამახინჯებს შინაარსს, და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია ამ პროფესიაში - ჟურნალისტი უნდა იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური.
ამ არსების ჩემდამი ზიზღი კი ყველა მის სათაურში იკითხება. ორი წელია, რაც გადაკიდებულია ჩემზე. ვოისის დროინდელ ამბებსაც მიმახინჯებდა და საშინლად მისათაურებდა, ერთ-ერთი ასეთი სათაური დამამახროვრდა ყველაზე კარგად - "სამყაროზე გაბრაზებული მაია დარსმელიძე.."
ჟურნალისთსა და მომრერალს შორის დაპირისპირება კი იმ პოსტს მოჰყვა, რომელიც მომღერალმა, რამდენიმე დღის წინ ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„ქართული ოცნების" მაისურიანი მათხოვარი შემხვდა იმ დღეს ლესელიძის ქუჩაზე და ერთი ლარი მაჩუქეო მთხოვდა“.
მაია დარსმელიძე: „მოდით დეტალურად განვიხილოთ ჩემს რეალურ პოსტსა და "ჟურნალისტის" თავის მანერაში ინტერპრეტირებულ "სტატიას" შორის სხვაობა. დავიწყოთ სათაურიდან: მას უწერია: "მაია დარსმელიძე ''ქართული ოცნების'' მაისურიანმა მათხოვარმა გააღიზიანა - ''ქოცებო, დატყდით აქედან''...
ჩემს პოსტში არანაირი გაღიზიანება არ იყო აღნიშნული - მე მიწერია: „ქართული ოცნების მაისურიანი მათხოვარი შემხვდა იმ დღეს ლესელიძის ქუჩაზე და ერთი ლარი მაჩუქეო, მთხოვდა''. End of story არაა გასაკვირი, რომ ადამიანს, რომელიც რატომღაც ჟურნალისტობას იბრალებს, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს ან უბრალოდ არ აწყობს ამოიკითხოს ამ პოსტის მთავარი აზრი - რომ უფასო ფულის მოლოდინში გაჭირვებული ადამიანები, ისევ გაჭირვებულ ადამიანებად დარჩნენ. რატომ მოეჩვენა ამ "ჟურნალისტს", რომ იმ მათხოვარმა გამაღიზიანა, ვერ გეტყვით. ეგ ყალბი მოსაზრება ჩემი ერთი ვრცელი კომენტარიდან ამოიღო. კომენტარებში მეკითხებოდნენ მივეცი თუ არა მათხოვარს ერთი ლარი, სადაც მე მიწერია: "მივეცი ლარი და გავიფიქრე, რომ მიუხედავად ჩემი განსხვავებული პოზიციისა ,,ოცნების" მაისურიანს დავეხმარე; გამაღიზიანა მისმა მაისურმა და არ მივეცი ლარი; თუ ადამიანს დავეხმარე იმიტომ, რომ შემეცოდა; ან არ დავეხმარე იმიტომ, რომ ბოროტი ვარ - ყველა ეს ვერსია თქვენთვის მომინდია : ) ამ პოსტს კი სულ სხვა შინაარსი აქვს. : )) " - აი ამ ჩემი პასუხიდან "ამოიგლიჯა" მოსაზრება, რომ თურმე გავღიზიანდი.
რაც შეეხება მის მიერ დასათაურებულ ''ქოცებო, დატყდით აქედან''..."-ს ესეც შეგნებულად დამახინჯებული კონტექსტია. ეს სიტყვები მიწერია 2-3 დემაგოგის პასუხად და თვითონ კომენტარებშიც ნათლად ჩანს, რომ იგულისხმებოდა ჩემი ფბ კედლის დატოვება და არა ქვეყნის დატოვება, როგორც ეს "ჟურნალისტმა" მიაწოდა მკითხველს.
სიცრუეა ასევე, რომ უმრავლესობა არ მეთანხმებოდა, რადგან ჩემს პოსტებს ძირითადად ადექვატური ადამიანები ეხმაურებიან და ზუსტად ხვდებიან წაკითხულის შინაარსს. დანარჩენი ჩემი კომენტარები, სადაც ჩემს მაისურზე ან 5 ნომრიან მაისურზეა საუბარი - ეგ უკვე ჩემი სტილია, როდესაც აზრი არ აქვს კამათს და ვიღაცა დემაგოგობს, მე მათ მცირეოდენი სარკაზმით ვპასუხობ - ეს ჩემი ჩვეული მიდგომაა არაადექვატური კომენტატორების მიმათ, როგორც ჩანს, ამ ყველაფრიდან სათავისოდ სასარგებლო სიტყვები ამოჭრა და შეკერა ეს სიყალბე : )
მე კი მიწერია: "ქართული ოცნების" მაისურიანი მათხოვარი შემხვდა იმ დღეს ლესელიძის ქუჩაზე და ერთი ლარი მაჩუქეო, მთხოვდა. End of story" - რაც ნიშნავს, რომ გაჭირვებული ადამიანი, ისევ გაჭრვებულ ადამიანად დარჩა... ეგ არის და ეგ .“
ავტორი: დეა თავბერიძემასალის გამოყენების პირობები






