აბიტურიენტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ (უზნაძის ქ. # 52) ამ წუთებში აქციას სახელწოდებით „ჩამოყალიბდით“, მართავენ.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს საღამოს 17:40 საათზე გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე დაიდო პოსტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
როგორც „ნიუპოსტს“ აბიტურიენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ცისი სადაღაშვილმა განუცხადა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ დაბრუნდეს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების პირვანდელი ვარიანტი, მსგავსი ცვლილებების შემხთხვევაში კი აბიტურიენტები სამი თვით ადრე გააფრთხილონ:
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოხდეს ტესტების პირვანდელი ვარიანტის დაბრუნება, ხოლო თუ მსგავსი ცვლილებები იარსებებს აბიტურიენტები სამი თვით ადრე მაინც გაფრთხილდნენ. განათლების სამინისტრო კი ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ცისი სადაღაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






