მარნეულში საზეიმო ღონისძიება – “ევროპა ჩვენი არჩევანია” გაიმართება. ღონისძიება 27 ივნისს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სავალან მირზოევის, საქართველოს ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა განვითარების აკადემიისა და მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩატარდება.
ღონისძიებაში ქვემო ქართლის რეგიონის სტუდენტები, თემის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
პროგრამაში გათვალისწინებულია საინფორმაციო ლექციის ჩატარება ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, სპეციალური ვიდეო-რგოლების ჩვენება. პროგრამის მეორე ნაწილში სტუმრები სიტყვით გამოვლენ და საზეიმო კონცერტი ჩატარდება.
22:30 საათზე მოხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესის ჩვენება და ისიტორიული მოვლენის ფოირვერკებით აღნიშვნა. საზეიმო კონცერტი 00:00 საათამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






