ნიკოლოზ რაჭველის ახალი ნაწარმოები - დედა და გაუსაძლისი მონატრება, რომელიც არასდროს გაქრება
საზოგადოება - 13:33, 25 Jun, 2014     6003

„ამ მუსიკით ასევე გამოვხატავ გაუსაძლის მონატრებას, რომელიც ვიცი აღარასდროს გაქრება ჩემი დარჩენილი ცხოვრებიდან“, - წერს ახალი ნაწარმოების შესახებ ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნიკოლოზ რაჭველი და მსმენელს 29 ივნისს, 8 საათზე რუსთაველის თეატრში ეპატიჟება.

სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მესაყვირე, სერგეი ნაკარიაკოვი ეწვევა. მუსიკოსი რაჭველის ნაწარმოებში საყვირის ფინალურ მონაკვეთს შეასრულებს.

ნიკოლოზ რაჭველი: „ჩემო ძვირფასებო, დავასრულე ნაწარმოებზე მუშაობა, რომლისთვისაც ორი კვირის მანძილზე ბათუმში გახლდით განმარტოვებული. ნაწარმოები დიდი სიმფონიური ორკესტრისთვის ჩავიფიქრე და ფინალურ ეპიზოდში საყვირი უკრავს სოლოს, ნელ მუსიკას, ძალიან სევდიანს… გამომივიდა ავტობიოგრაფიული, თითქოს მუსიკით მოვუთხრობ მსმენელს ჩემთვის ყველაზე მძიმე დღეებს, რომელიც დეკემბერში გამოვიარე… და ალბათ ამ მუსიკით ასევე გამოვხატავ გაუსაძლის მონატრებას, რომელიც ვიცი აღარასდროს გაქრება ჩემი დარჩენილი ცხოვრებიდან…

ახლა ორკესტრისათვის სანოტო მასალის მომზადების პროცესი და რეპეტიციები დარჩა, რათა 29 ივნისს თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანო… ცოტა არ იყოს ვღელავ. ყველა კომპოზიტორს უნდა თავისი მუსიკა ხალხს მოეწონოს, მათ შორის მეც, მაგრამ ვინაიდან ისე გამოვიდა, რომ ნაწარმოები სულიერად დაუკავშირდა დედას, გაათმაგებულად მინდა, რომ სათქმელი პირველ რიგში ორკესტრამდე და შემდეგ უკვე ორკესტრთან ერთად მსმენელამდე მივიტანო…

ემოციურად საკმაოდ რთული იქნება ჩემთვის ამ ნაწარმოების დირიჟორობაც, მაგრამ უნდა შევძლო, ისევე როგორც რაღაცნაირად შევძელი დაკრძალვის საღამოს გია ყანჩელის სიმფონიის დირიჟორობა, არანაკლებ რთული იყო მაშინდელი ამოცანაც… 29 ივნისს მინდა, რომ მოისმინოთ, რუსთაველის თეატრში 8 საათზე.

ალბათ პირველი განყოფილების ბოლოს შევასრულებთ, რათა მერე მეც და თქვენც შევძლოთ მცირედი დასვენება, რომ მეორე განყოფილებაში სახელოვან ვიოლონჩელისტს დავიდ გერინგასს მოვუსმინოთ.

ჩემს ნაწარმოებში საყვირის ფინალური მონაკვეთის შესასრულებლად მსოფლიოს კლასიკური საშემსრულებლო სამყაროს ყველაზე წარმატებული მესაყვირე, საოცარი მუსიკოსი სერგეი ნაკარიაკოვი ჩამოდის თბილისში. გუშინ მომწერა შევეცდები თითოეულ ნოტში გული და სული ჩავდოო… ძალიან მიხარია… დიდი მადლობა ყველას ყველაფრისათვის, დიდი მადლობა განგებას, ღმერთს, რომ მუსიკის წერის შეძლება მომცა და დიდი მადლობა დედას, რომ არც ერთი წამით არ მიმატოვა ნაწარმოებზე მუშაობის პროცესში“!!!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42