ბასილ მკალავიშვილი: პატრიარქის მემკვიდრის ვინაობა მხოლოდ უწმინდესმა უნდა იცოდეს
საზოგადოება - 13:10, 25 Jun, 2014     8320

გლდანის ივერიის ყოვლადმწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, მამა ბასილი მკალავიშვილი „ალიას“ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. მკალავიშვილმა პატრიარქის მემკვიდრესთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:

„ყველასთვის ცნობილია, რომ ამას წინათ სანამ სინოდის სხდომა გაიმართებოდა, გამოქვეყნდა პატრიარქის განცხადება, რომ ავადმყოფობის გამო აპირებდა გადადგომას. აღვნიშნავ, რომ ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სინოდის სხდომაზე ყველაფერი შეიცვალა, რადგან თითქმის 4 ჯგუფს ჰყავს თავიანთი კანდიდატურა, ღვთის ნებას არას დაგიდევენ, ყველა პირველობისკენ ილტვის. მოგახსენებთ, რომ პატრიარქი თავად წერს ანდერძს.

არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება არ ავადმყოფობდეს, მაგრამ სხვა მიზეზებით გარდაიცვალოს, ამ შემთხვევისთვის მას უწერია ვინ უნდა იყოს პატრიარქი, ეს გასაიდუმლოებული რამ არის. მხოლოდ მან იცის, სხვა არავინ. ჩემთვის გაუგებარია, როგორ გაიგეს ვინ ეწერა ანდერძში.

ეს მხოლოდ თვით პატრიარქმა იცის, ანდერძი სეიფში დევს და გასაღებიც მას აქვს, პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში იხსნება სეიფი და ხდება საჯარო. აი, ერთერთი მაგალითი იმისა, რომ განუკითხაობა სუფევს. იცით რას გეტყვით? როცა საპატრიარქოში ათი-თორმეტი ეპისკოპოსი მოღვაწეობდა, უფრო მეტი წესრიგი სუფევდა და არა ისე, როგორც დღეს, 50-მდე ეპისკოპოსია, მათ სიმრავლეს არანაირი ფასი არ აქვს“, - აცხადებს ბასილი მკალავიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42