აფთიაქიდან გარკვეული წამლების რეცეპტით გაცემაზე ცვლილება ძალაში 1 სექტემბრიდან შედის
საზოგადოება - 11:43, 25 Jun, 2014     1443

1 სექტემბრიდან, ძალაში შედის ცვლილება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ფარმაცევტული დაწესებულებებიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ცვლილება შედის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების მოტივს წარმოადგენდა სამკურნალო საშუალებების არარაციონალური გამოყენება (თვითმკურნალობა, ფარმაცევტული პროდუქტის არარაციონალური დანიშნულება) და ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია (II ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივი მოხმარება ნარკოტიკული თრობის მისაღწევად).

„რეცეპტის ინსტიტუტის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ ხორციელდება პილოტური პროგრამა, რომელშიც ჩართულია 120 სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულება, როგორც თბილისში, ასევე, სხვა ქალაქებსა და რეგიონებში.

დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა პილოტურ პროგრამაში ჩართული დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანია სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მომზადება საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედებისათვის“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42