გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტების აქციას ეხმაურება
საზოგადოება - 11:28, 25 Jun, 2014     2577

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა მიერ სოციალურ ქსელში დაანონსებულ საპროტესტო აქციას ეხმაურება. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მზად არიან დღეს 11:00 საათიდან ყველა დაინტერესებულ აბიტურიენტს შეხვდნენ და ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცენ.

მათი განმარტებით, ადგილი ჰქონდა აბიტურიენტთა დეზინოფირმირებას, თითქოს ქართული ენისა და ლიტერატურის 2014 წლის საგამოცდო ტესტში ცვლილებები რამდენიმე დღით ადრე შევიდა.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კატეგორიულად აცხადებს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის 2014 წლის საგამოცდო ტესტში არცერთი დავალების ტიპი შეცვლილი არ არის. წინა წლების იდენტურია ამ დავალებათა შეფასების კრიტერიუმებიც (2013 წლის საგამოცდო ტესტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების დასრულებისთანავე გამოაქვეყნა ვებგვერდზე). არ შეცვლილა არც ტექსტის რედაქტირების ინსტრუქცია, მხოლოდ არ არის მითითებული შეცდომების რაოდენობა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრებმა სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.

2013 წლის გამოცდების შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ ტექსტის რედაქტირების ინსტრუქციაში შეცდომების რაოდენობის მითითებამ აბიტურიენტებს გარკვეული პრობლემები შეუქმნა. ხშირად აბიტურიენტები იმგვარ ფორმებს ცვლიდნენ, რომლებშიც შეცდომა არ იყო დაშვებული. ითვლიდნენ „გასწორებული“ შეცდომების რაოდენობას და ტექსტში რეალურად არსებული შეცდომები ყურადღების მიღმა რჩებოდათ, რის გამოც კარგავდნენ ქულებს. დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დადებითად აისახება თქვენს შედეგებზე!

როგორც ჩანს, 36 000-მდე აბიტურიენტიდან მცირე ჯგუფი 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, არასწორ ინფორმაციას ფლობს. მათი მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება სხვა აბიტურიენტების შეცდომაში შეყვანას იწვევს. სწორედ ამიტომ, ცენტრი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ხვალ, 25 ივნისს, 11:00 საათიდან სამუშაო დღის დასრულებამდე, ყველა დაინტერესებულ პირს (მის: მინდელის ქუჩა №9) შეხვდეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა აბიტურიენტს უსურვებს წარმატებებს, მოუწოდებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

განათლების სამინისტროსთან დღეს აბიტურიენტების აქციაა დაგეგმილი. ისინი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში ცვლილებების შეტანას აპროტესტებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42