საბურთალოს რაიონის ნაწილს დღეს გაზის მიწოდება შეუწყდება. შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში , ასათიანის ქუჩაზე გამავალი დ-300 მმ მიწისქვეშა გაზსადენის რეაბილიტაციის მიზნით, 25 ივნისის 23.00 საათიდან გაზის მიწოდება შეუწყდება შევარდენიძის და საბურთალოს ქუჩებს, ყაზბეგის გამზირს, ზაქარიაძის და ასათიანის ქუჩებს, ასევე ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე კორპუსების ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩას, ზემო ვეძისს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი კვების და კომერციულ ობიექტებს, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტსა და სასტუმრო "ბატესტას".
გაზის მიწოდება სამუშაოს დასრულებისთანავე 26 ივნისს, 18.00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
შპს "ყაზტრანსგაზ თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.
მასალის გამოყენების პირობები






