ახალი პროგრამა ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონებში
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:55, 24 Jun, 2014     2616
საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი, თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი წაქაძე და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.

ქართული დელეგაცია ქალაქ დილიჟანში გამართულ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ერთობლივი მართვის კომიტეტის პირველ სხდომას დაესწრო, რომლის მიზანსაც, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენდა.

სომხურ-ქართული ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროგრამის რჩევით, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირების სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით ერთობლივად მომზადდა. უკვე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფიც, რომელიც ერთობლივი სამოქმედო პროგრამის შემუშავებას ორივე მონაწილე მხარის თემების მიერ ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფლობის გაფართოებას უზრუნველყოფს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროექტის ბენეფიციარები ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონები იქნებიან. პროგრამაში, სომხეთის მხრიდან, ჩაერთვება ლორის, შირაკისა და ტავუშის რეგიონები, ხოლო საქართველოში ეს პროგრამა 2 რეგიონს მოიცავს - ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს.

მხარეები შეთანხმდნენ გაერთიანებული სამოქმედო პროგრამის ფარგლებში სამიზნე რეგიონებში განსახორციელებელი სამუშაოების ძირითად მიზნებსა და პრიორიტეტებზე. ასევე, იმ სისტემებსა და პროცედურებზე, რომლებიც დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებას უზრუნველყოფენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის საქართველო-სომხეთს შორის განსახორციელებელ პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს და მისი საერთო ბიუჯეტი 1,35 მილიონ ევროს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42