ქართველი სოპრანოს თამარ ივერის განმარტებით, მან ავსტრალიის თეატრი თავად დატოვა, ხოლო ბელგიის თეატრთან კონტრაქტი არც ჰქონია.
ამის შესახებ ივერმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის კომენტირებისას განუცხადა.
“თავად მივედი თეატრის ხელმძღვანელობასთან და ვუთხარი, რომ არ მინდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო და ვიდრე ამ ამბის გამოძიებას და ხალხთან საუბარს და საერთოს გამონახვას მოვახერხებ, მინდა, ეს გადაწყვეტულება მივიღო–თქო, რადგან არ მინდოდა, კარზე მომდგარ პრემიერას პრობლემები შეჰქმნოდა. თავიდან ეს გადაწყვეტილება თეატრისთვის მტკივნეული იყო, თუმცა გვერდით დამიდგნენ ყველანაირად. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ბელგიის თეატრმა შემიჩერა კონტრაქტი, ეს მცდარი ინფორმაციაა, რადგან ბელგიის თეატრთან არანაირი კონტრაქტი არ მაქვს“, - განაცხადა ივერმა.
წყარო: http://frontnews.ge/
მასალის გამოყენების პირობები






