სად ატარებენ "უიქენდებს" ცნობილი ქართველები
საზოგადოება - 13:02, 24 Jun, 2014     5176
ია ფარულავა, მსახიობი: ნამდვილად საჭიროა ქალაქიდან გასვლა. უფრო ხშირად უნდა გავიდეთ ქალაქიდან, ვიდრე ახლა ვაკეთებთ.

ჩვენ მთელი დღით გავდივართ ხოლმე. გორში გვიყვარს წასვლა, მცხეთაშიც, შესაძლოა კახეთისკენაც ავიღოთ გეზი.

ზღვა არ მიყვარს, ზღვას მთიანი და ტყიანი ადგილები მირჩევნია.

მადლობა ღმერთს, ტარიელსაც არ უყვარს ზღვა, ცურვა არ იცის. შესაბამისად, არასდროს ვგეგმავთ ზღვაზე წასვლას.
თაკო ჩხეიძე: ძალიან მნიშვნელოვანია შაბათ-კვირას დასვენება. ყოველ კვირას ვერ ვახერხებთ ქალაქგარეთ გასვლას, შეძლებისდაგვარად ვცდილობ დასვენების დღეები ოჯახთან ერთად გავატარო. ხან აგარაკზე მივდივართ, ხან სხვაგან, პატარები მყავს და სახლში გაჩერება რთულია... აგარაკი კიკეთში მაქვს.

მიყვარს ოჯახთან ერთად იქ დასვენება, გუდაურშიც გვაქვს სახლი, სადაც ზამთარში დავდივართ, ვსრიალებთ, ზაფხულობით კი ზღვაზე მივდივართ.
ლენუკა ყიფშიძე, მოდელი: დაგეგმილი არ მაქვს, სად გავატარებ კვირის ბოლოს, მაგრამ ძალიან დაძაბულია გარემო და ვცდილობ ჩემს შვილთან და მეგობრებთან ერთად მოვახერხო ქალაქიდან გასვლა და დასვენება. მათთან ერთად დასვენება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხდება ისე, რომ ზოგჯერ ჩემი შვილი მამასთან არის. მე კი ჩემს მეგობრებთან. მამამ 2 წლის წინ იყიდა ბირთვისში აგარაკი, მაგრამ გასაკეთებელია და ჯერ ვერ შევდივართ. ძალიან ლამაზი ადგილია, სახლი დგას ტყეში, პირდაპირ არის მთა, იქვე არის ალგეთის წყალსაცავი, სადაც როცა ჩადიხარ, კალმახებს წვავენ ადგილზე. მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებთ დასასვენებლად იმ სახლში შესვლას, მამამ გაკეთება ვერ მოახერხა, ამაზე ძალიან მწყდება გული. მამაჩემს ოცნება რომ აქვს, საკუთარი აგარაკის გაკეთება, სამარცხვინო და სასაცილოა.
წყარო: ambebi.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42