ვიდრე დაქორწინდებოდეთ...
საზოგადოება - 12:40, 24 Jun, 2014     4906

ჩემო ძვირფასო მეგობარო ილია, შენს მიერ ტანიასთვის მიწერილი წერილი უკვე მოვიდა. ვხედავ, თანდათან უახლოვდები დასახულ მიზანს. მსურს ორივეს მოგწეროთ – ეჭვიც არ მეპარება რომ ყველაფერს ეტყვი ჩემი შეხედულების შესახებ. ჩემთვის ეს დიდი შესაძლებლობაა, რომელსაც სიამოვნებით და ამავდროულად შიშით ვუყურებ. მე ასე ვფიქრობ: თუ ადამიანი საკუთარი სიამოვნებისთვის ქორწინდება, ამისგან კარგი არაფერი გამოვა. აქციო ქორწინება ძირითად მიზნად, ისე რომ სხვა ყველაფერი გვერდზე გადადო – ასეთ შემთხვევაში, ქორწინება როგორც კავშირი მასთან ვინც გიყვარს, დიდი შეცდომა იქნება. ეს ძალზედ ნათელია, თუ დაუფიქრდები. მიზანი ქორწინებაა? კარგი დაქორწინდი, მაგრამ შემდეგ? თუ სხვა მიზანი არ გაქვს ცხოვრებაში, ორჯერ უფრო რთული გახდება შენთვის რომ იპოვნო.

როგორც წესი, ადამიანები ქორწინდებიან და ივიწყებენ ამის შესახებ.

მათ ხომ მშვენიერი მოვლენები ელოდებათ წინ: ცოლ-ქმრობა, ბავშვები .. ეს მოვლენები თითქოსდა აყალიბებენ კიდეც ცხოვრებას, მაგრამ სამწუხაროდ ეს საშიში ილუზიაა.

მშობლები რომლებიც, ყოველ დღეს, მხოლოდ ბავშვების აღზრდაში ატარებენ და სხვა მიზანი არ გააჩნიათ,საკუთარი ცხოვრების არსის შეცნობას გვერდზე დებენ და სასჯელი რომელიც მათ საბოლოოდ ეწვევათ არის ის, რომ არ იციან რისთვის ცხოვრობენ. ისინი გვერდზე დებენ ამ კითხვას, მაგრამ ვერსაც გაექცევიან, რადგან მოუწევთ აღზარდონ შვილები, წინ გაუძღვნენ, მაგრამ ვერაფერ ღირებულს ვერ ასწავლიან. ამის შემდეგ მშობლები საკუთარ ღირსებებს კარგავენ და ბედნიერებას, რომელიც მათ ქონაზეა დამოკიდებული და მხოლოდ მოსაშენებელ ნახირს ემსგავსებიან.

ამიტომაც ვთვლი, რომ ადამიანებმა, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, რადგან ფიქრობენ რომ უკვე მზად არიან ამისთვის, უფრო მეტად უნდა აიძულონ თავი ნათლად გაერკვნენ საკუთარ აზრებში.

იმისათვის რომ გაერკვე, საჭიროა, განიხილო ის ვითარება და პირობები, რომელშიაც გიწევს და გიწევდა ცხოვრება. განსაზღვრე რას თვლი მნიშვნელოვნად ცხოვრებაში და რას არა. გაიგე რისი გწამს, რას მიიჩნევ მუდმივ და შეუცვლელ ჭეშმარიტებად და რით ხელმძღვანელობ ცხოვრებაში. და არა მხოლოდ აღმოაჩინე, არამედ დაალაგე კიდეც გონებაში და ეცადე პრაქტიკაში გაატარო. ისწავლე როგორ გამოიყენო პრაქტიკულად ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან ვიდრე არ გამოცდი, ვერ შეძლებ თქვა გრწამს თუ არა.

მე ვიცი შენი რწმენის შესახებ და ეს რწმენა, ან შენს საქციელში მისი ყოველი გამოვლინება, უფრო ნათლად ვიდრე ოდესმე, უნდა ჩამოაყალიბო გონებაში და პრაქტიკული გზით განაწრთო.

შენი რწმენა ისაა, რომ შენი კეთილდღეობა შედგება იმ ადამიანებისგან, რომელთაც უყვარხარ და გიყვარს. ამის მისაღწევად მე მაქვს სამი სტრატეგია, რომელსაც მუდმივად ვიყენებ. მათი პრაქტიკაში გატარება არასდროს არის საკმარისი და ახლა ეს შენ აუცილებლად გჭირდება.

პირველი, იმისათვის რომ შეძლო ადამიანების სიყვარული და მათგანაც დაიმსახურო, აუცილებლად უნდა მიეჩვიო, რომ რაც შეიძლება ნაკლებს ელოდე მათგან – ეს ძალზედ რთული რამაა. თუ ბევრს ველი მათგან და ამის გამო, ხშირად მიცრუვდება იმედი, საბოლოოდ იძულებული ვარ უფრო საყვედურებით ავივსო მათ მიმართ, ვიდრე მიყვარდეს.

მეორე, იმისათვის, რომ გიყვარდეს ადამიანები საქციელით და არა სიტყვებით, აუცილებლად უნდა აკეთო ის, რასაც მათთვის სარგებელი მოაქვს. ამასაც მძიმე შრომა სჭირდება, განსაკუთრებით შენს ასაკში, როდესაც ამის სწავლა ადამიანის ბუნებრივი მოვალეობაა.

მესამე, იმისათვის რომ გიყვარდეს ადამიანები და მათაც უყვარდე, აუცილებელია ისწავლო თანაგრძნობა, მორჩილება და რთულ ადამიანებთან და საგნებთან ურთიერთობა – მათთან ისე მოქცევის ხელოვნება, რომ არ აწყენინო. ეს ყველაზე რთული სამუშაოა, რომელიც არ უნდა შეწყვიტო იმ წუთიდან როცა გაიღვიძებ, წუთამდე როცა ისევ ძილს მისცემ თავს. ამასთან იგი ყველაზე სასიამოვნო საქმეა, რადგან დღიდან დღემდე იზეიმებ შენი ზრდისა და განვითარების წარმატებას და საბოლოოდ მიიღებ დამატებით ჯილდოს, რომელსაც თავდაპირველად ვერ შეამჩნევ, მაგრამ ძალზედ სასიამოვნო გახდება მომავალში – ეს იქნება სიყვარული სხვა ადამიანთა მხრიდან.

ასე რომ, ჩემო მეგობარო ილია, გირჩევთ ორთავეს, იცხოვრეთ და იფიქრეთ იმდენად გულწრფელად, რამდენადაც შეგიძლიათ, რადგან ეს ერთადერთი გზაა რომ აღმოაჩინოთ ნამდვილად ერთ გზაზე მიდიხართ თუ არა და ჭკვიანურია თუ არა რომ დღეს ერთმანეთს ხელები ჩაკიდეთ? და თუ გულწრფელები ხართ, მომავლისთვისაც მზად ხართ.

თქვენი ცხოვრების მიზანი ქორწინებისგან სიამოვნების მიღება კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა იღვწოდეთ, რათა სიყვარული და ნდობა დანერგოთ დედამიწაზე. ქორწინების მიზანია, ადამიანები ერთმანეთს დაეხმარონ ამ მიზნის მიღწევაში.

ყველაზე დიდი დანაშაული და ეგოიზმი ისაა, როცა ადამიანები მხოლოდ იმისთვის არიან ერთად, რომ ცხოვრებით ისიამოვნონ. და ყველაზე ღირსეული მოწოდება ამ სამყაროში იმათ აქვთ, ვინც იმისთვის ცოცხლობს, რომ უფალს ემსახუროს ამ სამყაროში კარგი საქმის კეთებით.

ნუ აურევ ერთმანეთში მცირედსა და რეალურს. რატომაც არ უნდა აირჩიოს ადამიანმა ყველაზე დიდი მიზანი?! მაშინ როცა ყველაზე დიდ მიზანს აირჩევ, უნდა მთელი გულით მისდიო მას. ნუ აირჩევ მცირე მიზნებს, უბრალოდ მათ არაფრისკენ მივყავართ. დავიღალე წერით, თუმცა კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი.
გკოცნი.

წყარო:4motivi.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42