"თელასი" არჩევნებისა და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამო, პროფილაქტიკურ სამუშაოებს წყვეტს.
"თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ვალერი ფანცულაიას თქმით, პროფილაქტიკური სამუშაოები არჩევნების შემდეგ განახლდება.
"სამწუხარო და უსაფუძვლოა აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა. ვუარყოფთ ყოველგვარ ჭორს დედაქალაქში ელექრომომარაგების შეზღუდვის შესახებ. ამასთან, ვითვალისწინებთ საზოგადოებრივ ინტერესს მიმდინარე ადგილობრივი არჩევნების და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმართ და მივიღეთ გადაწყვეტილება პროფილაქტიკური სამუშაოები დავიწყოთ არჩევნების დასრულების შემდეგ. ეს იქნება უმნიშვნელო სამუშაოები და უარყოფითად არ აისახება დედაქალაქის ელექტრომომარაგებაზე", - განაცხადა ფანცულაიამ.
მისი განმარტებით, "თელასის" მიერ ჩასატარებელი სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოები ითვალისწინებს მხოლოდ ლოკალურ, ერთდროულად ერთი, ან ორი ქუჩის რამდენიმე საათით გამორთვას.
მასალის გამოყენების პირობები






