„სამწუხაროდ,ფეისბუკის საიტებზე, ვინმე, ვფიქრობ უცხოელი და საქმეში ჩაუხედავი პიროვნებებისგან ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია თითქოს მე ღია ჰომოფობიური წერილით მივმართე ბატონ პრეზიდენტ მარგველაშვილს“- წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში და სიდნეის კონტრაქტის გაუქმებას ამ „კეთილისმსურველის“ განცხადებას მიაწერს...
როგორც „ნიუპოსტის“ მკითხველისთვის ცნობილია მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო, რომლის გამოსვლებსაც ყველა ქვეყნის ცნობილ ოპერებში ფეხზე წამოდგომით ხვდებოდნენ, „ოპერა ავსტრალიამ“ ჰომოფობიის ბრალდებით სცენიდან „გარიყა“.

თამარ ივერი: „სამწუხაროდ,ფეისბუკის საიტებზე,ვინმე,ვფიქრობ უცხოელი და საქმეში ჩაუხედავი პიროვნებებისგან ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია თითქოს მე ღია ჰომოფობიური წერილით მივმართე ბატონ პრეზიდენტ მარგველაშვილს.
საქმე იმაშია,ამ "კეთილისმსურველმა" ინტერნეტით აღმოაჩინა შარშანდელი,ინტერნეტში ჩარჩენილი ინგლისურენოვანი ლინკი 17 მაისის მოვლენების შესსხებ.სტატიაში ნახსენებ სიტყვა პრეზიდენტის მიხედვით შეიტყო რომ საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მარგველაშვილია და ავტომატურად ჩათვალა რომ აღნიშნული წერილი მას ეკუთვნის და ახლახან ხდება ეს ყოველივე. საქართველოდან ასეთი არაკომპეტენტური ინფორმაცია ნამდვილად არ გავიდოდა.
არადა,ეს არანაირი წერილი,არამედ შარშანდელ, იმ ყბადაღებულ ფეისბუკის პოსტზეა საუბარი რაზეც უკვე საკმაოდ დაიწერა,რაზეც მრავალჯერ გავაკეთე ახსნა-განმარტებითი განცხადება და ოფიციალური ბოდიშის წერილიც მივწერე "იდენტობის" დირექტორს ბატონ ირაკლი ვაჭარაძეს.
ალბათ,უცხოეთში იმ ვინმეს ძალიან გაეხარდა ამ 1 წლის წინანდელი ამოწურული ამბის ინტერნეტ სივრცეში აღმოჩენა,ხელახლა ამოტივტივება და ამ ამბით ახლა ჩემი პროვოცირება.მაინტერესებს, ერთი წლის განმავლობაში ვიმღერე მთელ რიგ ევროპის თეატრებში და რატომღაც მაშინ არ უაქტიურებია ამ პიროვნება? მე როგორც დღეს,ასევე შარშანაც გავაკეთე კომენტარი რომ ძალიან ვწუხდი და ვწუხვარ ამ ამბის გამო ,რომელმაც ჩემი უმცირესობაში მყოფი მეგობრები სულიერად დააზარალა და ჩემდამი ნეგატიურად განაწყო. რეალურად,კი ფაქტი ის არის რომ ამ პოსტის სასტიკი ფრაზების მიღმა მე არ ვმდგარვარ და ჩემი მეუღლე იდგა,ამის შესახებ,მხოლოდ ახლა გადავლახე ბარიერი და დავწერე სიმართლე. მერწმუნეთ რომ ამ ამბავმა უდიდესი ტკივილი მომაყენა,ეს ტკივილი დღემდე მომყვება და მან ჩემი ცხოვრება და მეც შეცმვალა.მაგრამ არც ის არის კარგი საქციელი რომ თითქმის წელიწადნახევრის შემდგომ მავანმა იგივე თემით მატეროროს,საზოგადოებას ის პოსტი დამახინჯებულად,არასწორი,თავისი გემოვნებით ინტერპრეტირებული, გაზვიადებულ კონტექსტში,როგორც ახლახანს მომხდარი,ისე მიაწოდოს და საზოგადოება ჩემდამი ნეგატიურად განაწყოს.თუმცა რას ვიზამთ,როგორც ნათქვამია: რაც არ გვკლავს-ის გვაძლიერებს.ამ ინციდენტმა დიდი გაკვეთილი მომცა ცხოვრებაში“.
მასალის გამოყენების პირობები






