ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარი „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იგი საქართველოდან მიდის, თუმცა, აუცილებლად დაბრუნდება:
„საქართველოს ვტოვებ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი გამოსამშვიდობებელი ინტერვიუა. ქართველი ერი სულიერად მკვდარია, ხორცი ლპება და ამ ჭაობში ცხოვრებასა და სიმყრალის ყნოსვას არ ვაპირებ! მეუფე იობის სიტყვები მახსენდება, როცა გულგატეხილმა ბრძანა, „მე აწი ჩემი სულის გადარჩენისთვის უნდა ვიზრუნო!“ იმედია, მეც მივაგნებ ადგილს, სადაც ამის განხორციელება შესაძლებელი იქნება. ამიტომაც მივდივარ ამ ქვეყნიდან და არავითარი ურთიერთობა არ მექნება ამ ცრუ ხალხთან. მივემგზავრები შორს, რაც შეეხება სამშობლოდან წასვლის მიზეზებს, მიზეზი ბევრია და უპირველესად, ალბათ, მაინც ის, რომ აქაურობის იმედი დავკარგე.
ვიღაც დიდ სატანას ჩაფიქრებული აქვს, რომ ქვეყანა გამუდმებით ტანჯოს და ეს ბოლშევიკობა და მენშევიკობა, რასაც ახლა მთელ ქართველ ხალხს ასე სამარცხვინოდ ეთამაშებიან, საქართველოში არასოდეს მოიშალოს. ხმლის ასალესად მივდივარ და აუცილებლად დავბრუნდები“, - აცხადებს მამა ელიზბარი.
მასალის გამოყენების პირობები






