ქართველი სოპრანო ჰომოფობიის გამო ოპერიდან დაითხოვეს
საზოგადოება - 12:50, 23 Jun, 2014     2975
ქართველი სოპრანოს ჰომოფობიური სკანდალი „ოპერა ავსტრალიასთან“ მისი კონტრაქტის გაწყვეტით დასრულდა. დღეს „ოპერა ავსტრალიამ“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე შესაბამისი განცხადება გაავრცელა, რომლითაც ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ თამარ ივერი ოპერაში „ოტელო“ მონაწილეობას არ მიიღებს და რომ მასთან ურთიერთობა გაწყვეტილია. კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით თავად თამარ ივერმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა. როგორც სოპრანო წერს, ის გამოდის ოპერიდან, რადგან არ სურს მისი მონაწილეობით რაიმე საფრთხე შეუქმნას წარმოდგენას. თამარ ივერი ასევე დამწუხრებულია იმ კამპანიით, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ივერი წერს, რომ მას არასდროს მიუყენებია ზიანი ვინმესთვის რელიგიური და რასობრივი მიზეზით და ასევე სექსუალური კუთვნილების გამო. თამარ ივერის „დეზდემონა“ „ოპერა ავსტრალიის“ სცენაზე მას შემდეგ გახდა სკანდალური, რაც „ოპერა ავსტრალიის“ „ფეისბუქის“ გვერდზე თამარ ივერის ჰომოფობიური განცხადების გამო კრიტიკა დაიწყო. „ფეისბუქის“ მომხმარებლები მიმართავდნენ ოპერას ქართველი სოპრანო არ დაეშვათ სცენაზე მისი ჰომოფობიური განცხადებების გამო. როგორც ცნობილია, 2013 წლის 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენები თამარ ივერმა მკაცრად გააკრიტიკა და ლგბტ საზოგადოება ფეკალურ მასებს შეადარა.წყარო: http://pirveliradio.ge/




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42