ხვალ აზიისა და კავკასიის რეგიონალური ბიოუსაფრთხეობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიხსნება
საზოგადოება - 21:15, 22 Jun, 2014     948
ხვალ, 09:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ აზიისა და კავკასიის რეგიონალური ბიოუსაფრთხეობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიხსნება. აზიისა და კავკასიის რეგიონალური ბიოუსაფრთხეობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 2014 წლის 23-27 ივნისს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით გაიმართება.

აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებულია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ასაფეთქებელი ნივთიერებების ქვე-დირექტორატის (CBRNE) ბიოტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის (BTPU) და საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს თანამშრომლობით.

სამუშაო შეხვედრას სიტყვით გახსნის საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს სამმართველოს უფროსი გიორგი მეზვრიშვილი. გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან გაი კოლიე - ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ასაფეთქებელი ნივთიერებების ქვე-დირექტორატის ხელმძღვანელი, ნაიჯელ ლაითფუტი - დაავადებათა რეგიონალური კვლევის მაკავშირებელი ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორი, მაურინ ელისი - ბიოუსაფრთხოების ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი, პაულა ოსტინი - სანდიას ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერ-ექსპერტი, უილიამ სო - აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროს ექსპერტი, მალკოლმ დანდო - ბრედფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მშვიდობის დარგში.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სამართალდამცავი, ჯანმრთელობის დაცვის, შსს-ს აკადემიისა და ბიოუსაფრთხეობის უწყებების წარმომადგენელთა შეკრება. სემინარში მონაწილეობას საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ავღანეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42