"სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უცხოეთში განსწავლული ახალგაზრდების დასაქმება"
საზოგადოება - 17:12, 21 Jun, 2014     2641

"თქვენო უწმინდესობავ,

მოგეხსენებათ, თანამედროვეობას „საინფორმაციო ერას“ და „ცოდნის საუკუნეს“ უწოდებენ. დღეს, როგორც არასდროს, განუზმოებლი მნიშვნელობა ენიჭება როგორც განსწავლულობას, ასევე ცოდნის სათანადოდ გამოყენებასაც. მაღალ კვალიფიციური, პროფესიული სპეციალისტების გამოყენებისა და მათთვის ღირსეული ადგილის მიცემის გარეშე უაღესად გაჭირდება ქვეყნის განვითარება და ადგილის დამკვიდრება მძაფრი საერთაშორისო კონკურენციის პირობებში.

ქართველი ადამიანი ტრადიციულად ცოდნის მოყვარეა. დღესაც, როცა სახელმწიფოს მოსაწესრიგებელი აქვს განათლების სისტემა და ვერ უზრუნველყოფს მაღალი დონის პროფესიულ განათლებას, ცოდნისადმი მისწრაფება ქართველ ახალგაზრდობაში არ ჩამკვდარა. ახალგაზრდობის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ყველაზე მეწინავე ნაწილი საზღვარგარეთ ეშურება ცოდნის მოსაპოვებლად. რაოდენ სავალალოა, რომ ბევრი ქართველი ახალგაზრდის ნიჭი და შრომა არა სასამშობლოს, არამედ უცხო ქვეყანას ხმარდება. სახელმწიფო სათანადოდ არ ზრუნავს უცხოეთში განათლება მიღებულ ახალგაზრდებზე, რათა მათ მიეცეთ სამშობლოში ღირსეული ადგილის მოპოვებისა და შეძენილი ცოდნის მამულის სამსახურში გამოყენების შესაძლებლობა.

ერთეული შემთხვევების გარდა საზღვარგარეთ ცოდნა შეძენილი ჩვენი ახალგაზრდები სამშობლოში დაბრუნებას უცხოეთში დამკვიდრებას ამჯობინებენ. ყოფილა არაერთი ისეთი შემთხვევაც, როცა მსოფლიოს ცნობილი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ახალგაზრდას უძებნია და ვერ გამოუნახავს ადგილი ქვეყნის სამსახურში, ხელი ჩაუქნევია და ისევ საზღვარგარეთ გაბრუნებულა. საქართველოდან წასული თითოეული ქართველი ქვეყნისათვის დიდი დანაკლისია, მაგრამ განსაკუთრებით სამწუხაროა, როცა პერსპექტიული, განათლებული ახალგაზრდა იძულებულია უცხოეთში ეძიოს ადგილი, იქ იღვაწოს, აიწყოს კარიერა; არა საკუთარი ქვეყნის ჭაპანი გასწიოს, არამედ სხვას მოახმაროს თავისი ნიჭიცა და განსწავლულობაც. ამ დროს ქვეყანა მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მწვავე დეფიციტს განიცდის. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს ჯერ ვერ მოუხერხებია, რომ უცხოეთში განსწავლული ახალგაზრდობა სამშობლოს დაუბრუნოს და საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩააყენოს.

ძალზე სავალალოა, რომ ქვეყნის ხელისუფლება წლების განმავლობაში სათანადო ყურადღებას არ უთმობდა საზღვარგარეთ ცოდნა მიღებული, ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებას. არავინ ზრუნავდა, რათა მათ მისცემოდათ შესაძლებლობა კუთვნილი ადგილი დაეკავებინათ საჯარო თუ კერძო სამსახურში.

ასეთი მძიმე ვითარების გამოსასწორებლად და პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია სისტემური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, განსაკუთრებით სახელმწიფოს მხრივ და უპირველეს ყოვლისა - საჯარო სამსახურში .

საჯარო სამსახურში ახალგაზრდა, საზღვარგარეთ განსწავლული კადრების მიღება პრიორიტეტული უნდა გახდეს.

სისტემური დამოკიდებულება რომ ჩამოყალიბდეს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა შეიქმნას საზღვარგარეთ სასწავლებდად გასული ქართველების მონაცემთა სრულყოფილი ბაზა. ეს მონაცემთა ბაზა თავს მოუყრის უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში უკვე განათლება მიღებული თუ სტუდენტი ახალგაზრდების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას; ასეთ საინფორმაციო ბაზაში გამოტოვებული არ უნდა იყოს არც ერთი ქართველი ახალგაზრდა, რომელმაც წარმატებით დაამთავრა უცხოური უმაღლესი სასწავლებელი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტის დიპლომი საკუთარი ნიჭისა და შრომის წყალობით მოპოვებული აქვს. აგრეთვე, უნდა იყოს მონაცემები უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში, განსაკუთრებით - წამყვან უნივერსიტეტებში მყოფ ქართველ სტუდენტთა შესახებ, მათი სწავლების პროფილის, მოსწრებისა და შემდგომი პერსპექტივის თაობაზე;

ასეთი ინფორმაციის თავმოყრა, მათი სათანადოდ დახარისხება და გაანალიზება მოგვცემს ნათელ, მკაფიო სურათს, თუ რა რესურსი გააჩნია საქართველოს განსწავლული ქართველი ახალგაზრდების სახით, რათა მომავლის, „ცოდნის საზოგადოების“ აღმშენებლობა შესძლოს.

საჯარო სამსახურის ბიუროსთან ასეთი საინფორმაციო ბაზის შექმნა საშუალებას მოგვცემს, რათა აიგოს საჯარო სამსახურისათვის უცხოეთში განსწავლულ ქართველ სპეციალისტთა შერჩევის ავტომატიზებული სისტემა. ასეთი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემა სახელმწიფო თუ მუნიციპალურ სამსახურში ვაკანსიის გახსნისა და კონკურის გამოცხადებისას შესაბამისი მონაცემების მიხედვით საინფორმაციო ბაზიდან შეარჩევს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამა თუ იმ ვაკანსიის დასაკავებლად წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ ახალგაზრდებს მათი განათლების პროფილისა და კვალიფიკაციის შესაბამისად ავტომატურ რეჟიმში დაეგზავნებათ შეტყობინებები საჯარო სამსახურში გახსნილი ვაკანსიების თაობაზე და მიეცემათ ფართო შესაძლებლობა, რათა უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში.

საინფორმაციო ბაზასა და მართვის ავტომატიზებულ სისტემასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქართველ ახალგაზრდებს სამშობლოში დასაბრუნებლად გაუჩნდეთ სათანადო მოტივაცია და შეექმნათ შრომის უფრო ღირსეული პირობები. ამ მიზნით იმ მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისათვის, რომლებიც წარჩინებით სწავლობდნენ და წარმატებით დაასრულს განათლების მიღება უცხოეთში, კონკურსების საფუუძველზე დაიკავეს ვაკანსია და დაბრუნდებიან სამშობლოში, უნდა გამოინახოს სათანადო სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტში, რათა მათ უნდა შეეძლოთ ღირსეული ცხოვრება მოიწყონ სამშობლოში და არ ეძიებდნენ უცხოთში დამკვიდრებას. (ამ საქმისათვის ქართველი მეწარმეების შეწევნა და მატერიალური დახმარებაც შესაძლებელია).

ღვთის შეწევნით, თქვენი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითა და მთავრობის სათანადო ძალისხმევით ნამდვილად შესაძლებელი იქნებოდა, ამ საშური საქმის - უცხოეთში განსწავლული ქართველი ახალგაზრდობის სამშობლოში ღირსეული დაბრუნება.

ღრმა პატივისცემითა და მადლიერებით,


ქართველი ემიგრანტების სახელით -

დავით ზარდიაშვილი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42