24 ივნისს, 21 საათზე სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში ანტონინ მარტოს პიესის „ მასხარა და ბოდრიარი“ საჯარო კითხვა გაიმართება. ახმეტელის თეატრის მსახიობები პიესას თეატრის შენობის სახურავზე წაიკითხავენ.
კიბერ ეპოქის ელექტრო პიესაში გამოყენებულია ფრაგმენტები ჟან ბოდრიარის წიგნებიდან „ნივთების სისტემა“ და „ტერორიზმის სული“ პიესაში აღწერილია ახალგაზრდა ქართველი მხატვრისა და რეჟისორის გიორგი მასხარაშვილისა და ცნობილი ფრანგი ფილოსოფოს- მოაზროვნის - ჟან ბოდრიარის იმაგინატური დიალოგი.
„ბრეხტი სახურავზე “ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მსგავსი წარმოდგენითა და ფორმით ქართულ თეატრალურ სივრცეში პირველად ხორციელდება, ბერტოლდ ბრეხტი კი ახალი ტიპის დრამისა და ახალი თეატრალური ფორმის ერთ ერთი შემქმნელია.
რეჟისორი-ირაკლი გოგია
მონაწილეობენ: ანდრეა გველესიანი, გიგი მიგრიაული, თამთა პატაშური, სოფია სებისკვერაძე, ბექნუ ქაფიანიძე, გიორგი ჭუმბურიძე.
ახმეტელის თეატრში უჩვეულო წარმოდგენაზე მობილიზებული იქნება ქალაქ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, სააგენტოს თანამშრომლები მაყურებლის აყვანას თეატრის სახურავზე სპეციალური ტექნიკის მეშვეობით უზრუნველყოფენ, საღამოზე დასწრების მსურველებმა ბილეთის ნაცვლად თან უნდა იქონიონ დისტანციური მართვის პულტი, რათა სახურავზე ასვლა და წარმოდგენის ნახვა შეძლონ.
დრეს-კოდი - შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი .
პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:ტელ: (+995) 32 2 655 437)
theatreakhmeteli@gmail.com Facebook.com /akhmeteli theatre- ახმეტელის თეატრი ) (+995 577 565918 )
მასალის გამოყენების პირობები